top of page

interview: Andrew Fann

"დავიბადე იმისთვის, რომ გამო-ხატო"

ინტერვიუ / Andrew 20 წლის


- რა არის ყველაზე მიუწვდომელი?


კარალიოკი, როდესაც მისი ჭამა ძალიან გინდა, მაგრამ ჩაკბეჩ და ხურმაა


- რას ნიშნავს შენთვის ქალი?


„სამყარო ლამაზია“ ამ წინადადების ბოლოს ძახილის ნიშანს


- გამარჯობა?


შეხვედრისთანავე სიგნალია ადამიანის მიმართ განიარაღებულობიდან სიყვარულამდე და აგრესიულობიდან მტრობამდე


- რისთვის დაიბადე?


იმისთვის, რომ გამოვხატო...


- რისი ნაწილი ხარ?


სისულელეების, რომლებიც მიზნებისკენ სწრაფვაში ხელს მიშლის


- რას მიხვდი?


მივხვდი, რომ სხვისი მოსაზრებებით ვფიქრობდი საგნებზე და წმინდად საკუთარი შეხედულების პოვნა მიჭირდა


- რა გმატებს დიდ ძალას?


„კი“-ს და „არა“-ს თქმის გაცნობიერების უნარი, ყველაზე ძლიერი ადამიანები საკუთარ თავში ფლობენ ამ სიტყვებს, ისინი არ არიან მხოლოდ რეაქციულები


- შენი საყვარელი ფრaზა


“ეჰ, მოსვენება აღარა გვაქვს ბავშვებისაგან.. - ასეთებს, ალბათ, ალუბლების ფერიც არ მოსწონთ" მაცუო ბაშო.




7 views0 comments

Recent Posts

See All

コメント


bottom of page