top of page

Interview: Andro Dgebuadze

✍️ ინტერვიუ / ანდრო დგებუაძე


რა იქნება შემდეგ?


ის რაზეც შემდეგის შემდეგ ვიტყვით რომ ასეც უნდა ყოფილიყო.


რას შეადარებდი ადამიანის არსებობას?


ადამიანი ღმერთის ჰიპოთეზაა.


რაზე ფიქრობდა ნაცარქექია როცა იჯდა და ნაცარს ქექავდა?


ხერხი რანაირად ჯობნის ღონეს.


არის რამე რაც სრულდება და აღარ იწყება?


კი, შენ.


რას ითხოვს არსებობა ჩვენგან?


გაგებას, აღფრთოვანებას, მოქმედებას.


რას უსურვებდი ადამიანებს?


სარკეში ჩახედვას.


რა არის მუდმივი?


ის რამაც ეს კითხვა დასვა.


რა ანუგეშებს ადამიანს ყველაზე მეტად?


ის რომ კანონზომიერია რაც მოხდა და ეს მან თავად მოახდინა.


რა ხდის ადამიანს სრულყოფილს? რა უნდა გადაიტანოს?


მეტამორფოზა. ფერიცვალება.


არასდროს არ არის გვიანი?


არასოდეს.


რა გიყვარს ადამიანში?


უნარი შეხედოს თავის თავს.


როდის იწყება ნამდვილი ცხოვრება?


როცა სურვილს მოითმენ და სინდისს აყვები.


რა უნდა გადალახოს ადამიანმა თავის თავში რომ მიიღოს ბედნიერება?


ცოდნა, რომ რაღაც უკვე იცის.


რა უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ყველაზე მეტად?


მონობის სიყვარული.


რა აძლევს ადამიანს დიდ ძალას?


როცა სამყარო ადასტურებს, რომ ის რაც შიგნით ხარ უკეთესია, ვიდრე ის, რადაც მოგქონდა თავი.


როგორ უნდა მოვიქცეთ რთულ პერიოდებში? რა უნდა ვუთხრათ საკუთარ თავს?


გაჩუმდი და უსმინე.

გაბედე.


სიყვარული რას ცვლის ადამიანში?


გზის მიმართულებას.


რა არის ყველაზე დიდი დანაკარგი?


დრო, როდესაც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდი.


რისი გადალახვა უჭირს ადამიანს ყველაზე მეტად?


შეჩვეულის.


რა უნდა გააჩნდეს ქალს რომ იყოს ძალიან მშვენიერი?


გულწრფელობა.


რა არის ამ ქვეყნად ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული?


იყო ის რაც ხარ.


#ინტერვიუ #ინტერარტ #InterView #InterArt #Andro #Dgebuadze


126 views0 comments

Recent Posts

See All

✍️ ინტერვიუ / ირმა კაჭარავა ☀️ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ. ❓ გამაცანი შენი პიროვნება, როგორ დაახასიათებდი? კეთილი, მგრძნობიარე, პასუხისმგებლიანი ❓ გაქვს ცხოვრებაში რაიმე დიდი სინანული?

bottom of page