top of page

Interview: Ani Ubilava

  • 5 hours ago
  • 3 min read
✍️ ინტერვიუ / ანი უბილავა

❓მითხარი ეხლა როგორ ხარ, რა ხდება შენი ცხოვრების ამ ეტაპზე, შინაგანად?

 

ახლა ვარ მშვიდად და შინაგანად: აქ და ახლა-ს ეტაპზე. ჯანსაღი, დაბალანსებული ეგოთი. ძალიან მომწონს სხვათაშორის, უფრო მარტივდება ყველაფერი.


❓ყველაზე დიდი ცვლილებები როდის განიცადე?


ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია იყო 1.5 წლის წინ როცა „გავიცანი“ ტრანსფორმაციული თამაში "ლილა".


❓რამ განაპირობა შენი ეს დიდი ცვლილებები?


ეს იყო შინაგანი, მატერიალური, პირადი - მოკლედ კრიზისების ეტაპი. რამაც განაპირობა ეს ცვლილებები. ზოგადად, ყველა სირთულეს მოაქვს დადებითი ცვლილება.


❓ახლა რა არის შენი მოტივაცია, რას ან რისთვის მიყვები?


ჩემი მოტივაციაა ყოველდღიურად ბედნიერების შეგრძნების მოპოვება, საკუთარი სურველების გაანალიზების ხარჯზე. მივყვები ანის და სამყაროს დიდი იმედი/რწმენა მაქვს.


❓რა გინდა შენი თავისგან? შენი ცხოვრებისგან?


ჩემი თავისგან და ცხოვრებისგანაც მინდა ვისწავლო სიმშვიდით, შფოთვის გარეშე მოცემულობების მიღება. მეტი self-love.


❓მეგობრობას რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში და რას აფასებ მეგობრობაში, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?


საკმაოდ დიდი. მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია, მეგობრები და ზოგადად კარგი გარემოცვა ჩემთვის არის ის ადამიანები, ვისზეც მეღიმება. რას ვაფასებ? ბანალურად ვიტყვი: ერთგულებას. ხო კიდევ იცი რაა? აი ჯაჯმენტის გარეშე რომ გიღებენ ისეთს , როგორიც ხარ! ხვდებიან უსიტყვოდ რა გჭირდება.


❓რა ღირებულება გაქვს ისეთი, რაც არ გისწავლია და უბრალოდ დაიბადე და მოგეცა?


მე მგონია საოცარი ემპათიის/თანაგრძნობის უნარი მაქვს. შემიძლია ადამიანის ემოციების წაკითხვა და სწორი რჩევით ან თუნდაც სიჩუმითაც დახმარება.


❓რისი აშენება და სწავლა მოგიწია საკუთარ თავში რაც არ გქონდა?

 

პატარა ანის გაცნობა/შეცნობა და სწავლა მომიწია, მასთან დამეგობრება და ახლა ძალიან კარგად ვართ.

 

❓ახლა გაქვს ოცნება ან დიდი მიზანი? შეიძლება პატარა მაგრამ შენთვის დიდი, რას გინდა რომ მიუახლოვდე?


იცი ლილაში - ყველა ოცნებას რასაც მოქმედება არ ახლავს - ფანტაზიაოო, ეს ძალიან მომეწონა. გრანდიოზული ოცნება არ მაქვს: ყველანაირი სტაბილობურობა,  მიზნისკენ ნაბიჯებს ვდგამ  და რომ მივალ მაშინ გეტყვი.


❓როგორი ცხოვრება გინდა? როგორ წარმოგიდგენია შენი იდეალური მომავალი.


ჩემი იდეალური ცხოვრება: მაქვს საქმე, რომელიც მიყვარს და რომელსაც მოაქვს ფინანსები. და მყავს სწორი პარტნიორი, რომელიც მაფასებს და მიდგას მხარში. უპირობოდ ვუყვარვარ.


❓ახლა რაში დებ რესურსებს, რატომ?


თვითგანვითარებაში, ენერგიების სწორად მიმართვაში, რაც საბოლოოდ იდეალურ მომავალს მომცემს.


❓როცა რთულად ხარ, რამე გიჭირს, როგორ აძლიერებ ხოლმე საკუთარ თავს?


შემოვუძახებ ხოლმე თავს, ქვეცნობიერად ვიწყებ ლოცვას და წიგნების კითხვას (ეს ბოლო აღმოჩენაა ერთ-ერთი).


❓შენ თვითონ ცხოვრებაში რა გაძლევს ხოლმე ძალას, რა გაფხიზლებს?


თვითონ ცხოვრება და ანი.


❓რა არის შენი საყვარელი ფრაზა?


გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, სიკვდილის გარდა ყველაფერს ეშველება. არაფერი ისე არ ხდება. 

რაც არ გკლავს, გაძლიერებს.

❓მე რას მეტყოდი?


შენ გეტყოდი, რომ ხარ საოცარი სული და სულ უნდა ანათო. ეს ბარათებიც ძალიან ეხმარება ადამიანებს. ჰო, კიდევ წარსულს მადლობა უთხარი და დაემშვიდობე, რომ მსხვერპლად არ გაგრძნობინოს თავი.


❓შეგიძლია საკუთარი თავი დაახასიათო? როგორი ხარ შენ, როგორ ხედავ საკუთარ თავს, როგორც სხვები გხედავენ თუ ემთხვევა ამას?


მშვიდი, გაწონასწორებული და ჩუმი. სხვები მხედავენ, სხვადასხვანაირად: ჩემს რამოდენიმე საუკეთესო მეგობარს რომ კითხო გეტყვიან: პირველად სწერვა ვეგონე, ეგოისტი და მკაცრი. ზოგი პირიქით ამბობს. ერთი რაც საერთო აქვს ყველას: ნდობას ვიწვევ ყველაში.


❓რა არის შენთვის ცხოვრებაში მიუღებელი?


ფარისევლობა.


❓რა არის ის რასაც არ დაუშვებ?


სიცოცხლის შეწყვეტას - ადამიანის სიკვდილი არაფრის საპირწონე არ არის.

ერთადერთი რამე რასაც ჯერ ახსნა ვერ მოვუძებნე არის ერთი კანონზომიერების დარღვევა: როცა შვილები, მიდიან მშობლებზე ადრე. ჯერ ვერ მივედი ამ შემეცნებამდე რატომ ხდება ასე...


❓ყველაზე მეტად რისი გეშინია? როგორ უმკლავდები?


☀️ სხვა ადამიანის მიმართ შიშიც კი შენი ჩრდილია, ამიტომ ყველაზე საშიში მაინც საკუთარი თავია.


ვუსმენ და ვენდობი ინტუიციას. ძალიან მიყვარს ფსკერზე დაყვანა, რომ კარგად გავიაზრო ყველაფერი და მერე ადგომა და თავიდან „დაბადება“ საოცარი განცდაა. ეს ტექნიკა ამ ტრანსფორმაციაში ვისწავლე. ამ გამკლავებაში საბოლოოდ საკუთარი თავი გიყვარდება - ესააა „ფიშკა“.



Ani Ubilava

Comments


 

 

Copyright © 2019 Interview

- (2).png
bottom of page