"სრულფასოვანი ადამიანები სხვებს არ ამცირებენ"
ინტერვიუ / Anna 28 წლის
- რისი გეშინია ცხოვრებაში?
სტომატოლოგების ))
- გჯერა ბედისწერის?
წარუმატებლობის ერთგვარი გამამართლბელი საშუალებაა. წარმატებულ ადამიანებს თუ ვკითხავთ, ყველაფერი დიდი შრომის შედეგად მოდის. თუმცა მჯერა საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნის პრინციპის.
- რას ეტყოდით ადამიანს ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს?
ვფიქრობ, ეგეთი ადამიანები არ არსებობენ. ვინც ამბობს, რომ თავის თავი არ უყვარს იგონებს, წარმოუდგენელია არ გიყვარდეს
- როგორია შენთვის მშვენიერი ადამიანი?
გონიერი ადამიანი - მშვენიერია
- რაზე ოცნებობ?
მოგზაურობაზე.. ისეთი ოცნებები მაქვს, ზუსტად ვიცი ავისრულებ
- რას ფიქრობ დამცირებაზე? როცა ადამიანები სხვებს ამცირებენ..
სრულფასოვანი ადამიანები სხვებს არ ამცირებენ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება გააკეთო, სხვისი დამცირებაა. ეს არ უნდა აიტანოს ადამიანმა, კორექტულად, მაგრამ საკმარისად მკაცრად უნდა მიუთითოს.
- ფრაზა რომელიც გიყვარს..
If you can dream it, you can do it You were born to do it
留言