top of page

Interview: Barbare Bebo

"რაღაცა რომ არსებობს ამის მჯერა."

✍️ ინტერვიუ / ბარბარე 82 წლის


❓ ბებო, შეყვარებული ხარ?


მე ვინც მიყვარდა, იმას ვერ გავყევი, ჩემი პირველი სიყვარული იყო და დამამახსოვრდა. სიყვარული კაი გრძნობაა, ჩემი სიყვარული პლატონური იყო, ძალიან ლამაზი იყო ვინც

მიყვარდა, მეტსახელად კოხტაბიჭო ერქვა. უნდა იბრძოლო შენი სიყვარულისთვის.


❓ რა არის ცხოვრებაში მთავარი?


ეხლა ფულია მთავარი, ჩემი შვილიშვილებისთვის მინდა ფული. ჩემთვის ერთი ორი კაბა მინდა, ლამაზი, ჭრელი.


❓ ბედნიერი ხარ?


ბედნიერი ვარ, მე მაინც ოპტიმისტი ქალი ვარ, კაი სროლა ვიცი, კაი ცეკვა ვიცი, ხალხს მოვწონვარ, თამადად ვდგები ხოლმე. სიყვარულის სადღეგრძელო მიყვარს, სიყვარული ათასნაირია, ოჯახის, ხალხის, ქვეყნის.


❓ ქალისთვის რა არის მთავარი?


კარგი მეოჯახე იყოს, კარგი დედა, ოჯახი შიენახოს და ქმარს არ უღალატოს. შეიძლება ძალიან ლამაზი არ იყოს მაგრამ ჭკვიანი იყოს. აზროვნებდეს.


❓ რაზე ოცნებობ?


ჩემი ოცნებაა რომ გავმდიდრდე, მინდა პარიზი, ვენეცია და პრაღა ვნახო, ვენეცია წყალზეა და ლამაზი ქალაქია.


❓ რისთვის იბადება ადამიანი?


იმისთვის იბადება, რომ მოკვდეს. მე არ მინდა რომ მოვკვდე, მაგრამ იმიტომ ვკვდები რომ სწორად ვიქცევი.


❓ ბედისწერის გჯერა?


კი, ბედისწერის როგორ არ მჯერა. ეკლესიის მღვდლების არ მჯერა. რაღაცა რომ არსებობს ამის მჯერა.


❓ მოწყენილი რომ ვიყო რას მეტყოდი?


არ უნდა იყო მოწყენილი ახალგაზრდა ხარ და ოპტიმისტურად უნდა იყო, დარდი ყველას აქვს, მაგრამ მაგრად უნდა იყო რომ დარდმა გაიაროს.


❓ საყვარელი ფრაზა რომ გაიხსენო?


✨ "ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?

მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!.."


#InterView #InterArt #ინტერვიუ #ინტერარტ #ბებო #ბარბარე



7 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page