top of page

Interview: Beqa Berulava

"მინდა მჯეროდეს რომ მომავალი, ისეთი ცინგლიანი არ იქნება, როგორიც აწმყოა"

ინტერვიუ / ბექა 25 წლის

- რისი გწამს ცხოვრებაში?


მინდა მჯეროდეს რომ მომავალი, თუნდაც ათასი წლის შემდეგ, ისეთი ცინგლიანი არ იქნება, როგორიც აწმყოა


- როდისაა ადამიანის მომავალი ყველაზე ბუნდოვანი და ბურუსით მოცული?


როცა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე დაფიქრდება


- როგორ უნდა მიხვდე რისი ნიჭი გაქვს?


თუ რამის კეთება გამოგდის, ნიჭი გქონია და თუ გიყვარს, შეგიძლია განავითარო


- რისი ცოდნა გჭირდება, რა გაინტერესებს?


ვიცოდე რა არის ჩვენი, ადამიანების, განვითარების საუკეთესო მოდელი, რომელიც ბოლომდე გამოგვავლენინებს ჩვენს შესაძლებლობებს


- რა გაკლია ახლა?


ცოდნა. ეს გამოსწორებადია, მაგრამ რწმენა მაკლია რომ ამ ყველაფერს რამე აზრი აქვს


- რა გაღიზიანებს ადამიანებში?


როცა ლოგიკურად უხსნი ყველაფერს, უღეჭავ და მაინც არ იგებს, იმიტომ რომ არ უნდა გაგება


- დეპრესიაში რომ ვიყო, რას მირჩევდი?


ისეთ ადამიანებთან ხშირ კონტაქტს, რომლებიც ცხოვრების ხალისს გიბრუნებენ.




11 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page