top of page

Interview: Beqa Berulava

Updated: Jun 4, 2021

✍️ ინტერვიუ / ბექა ბერულავა


❓ რას ფიქრობ ხდება ოცნებები? ან რაში სჭირდება ადამიანს ოცნება?


ოცნების დროს მიზნები იკვეთება. რაც უფრო გამოკვეთილია მიზანი შენს გონებაში, მით უფრო მეტი შანსი აქვს რეალობად იქცეს. ოცნება ალბათ იმისთვის გვჭირდება, რომ პესიმიზმის ჭაობმა ბოლომდე არ ჩაგვითრიოს. თუმცა მეორე უკიდურესობაცაა - ოპტიმიზმის ჭაობი, ოცნებადამოკიდებულობის შედეგი.


❓ რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო?


ნოეს კიდობანში კოღოებს არ შევაყვანინებდი.


❓ რაზე გწყდება ხოლმე გული?

იმ კონტრ-არგუმენტებზე, რომლებიც კამათის დასრულების შემდეგ მომდის თავში.


❓ რა არის ცხოვრებასი ყველაზე მნიშვნელოვანი?


ცხოვრებაში ყველაფერი თანაბრად უმნიშვნელოა. რაღაცებისთვის მნიშვნელობის მინიჭება უაზრობის უკიდეგანო უდაბნოში ოაზისის წერტილებს აჩენს და გვიქმნის იმის ილუზიას, რომ ამ უდაბნოში სიარულს აზრი აქვს. ეს ოაზისი ზოგისთვის კარიერაა, ზოგისთვის სასიყვარულო ურთიერთობები, ზოგისთვის ძალაუფლება და ზოგისთვის ვინ იცის კიდევ რა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცებაა, რომ ამ ოაზისების გარეშეც შემიძლია უდაბნოში გადარჩენა.

❓ რა უნდა ახსოვდეს ადმიანს ყოველთვის?

ის, რომ მისი მთავარი უპირატესობა სხვა სახეობებთან შედარებით ადაპტაციის უნარია.

❓ რისთვის ვიბადებით ადამიანები?

ადამიანები სამყაროს თვითაღქმისა და უკუკავშირის ყველაზე დახვეწილი ინსტრუმენტები ვართ. ჰოდა, ტყუილად ვეძებთ დამატებით აზრსა და მიღმიერ დანიშნულებას, შეშა არარი.


❓ რისთვის ღირს ბრძოლა?


განვითარებისთვის.

❓ რა უნდა მოუხერხოს ადამიანმა თავის სისუსტეებს და ნაკლოვანებებს?


თვალი არ აარიდოს. დანარჩენი თავისით დალაგდება.


❓ რა უნდა გავაკეთოთ რომ სიკვდილის წინ გული არ დაგვწყდეს?


დარგე ხე, გააჩინე შვილი, ააშენე სახლი. ამაზე უკეთესი ჯერ ვერაფერი მოვიფიქრეთ.


❓ რა აზრი აქვს სიცოცხლეს?

აზრი არც სიკვდილს აქვს.

❓ რა გიყვარს ამქვეყნად?

ჩემი კატა, კნუტი ჰამსუნი.

❓ რა არის სიყვაურლი შენეულად?

პატივისცემის, მეგობრობისა და ვნების კომბო. როცა ადამიანის ტვინი, გული და სხეული ერთნაირად გიზიდავს.

❓ რისი გეშინია ყველაზე მეტად?

გასუქების.

❓ როგორი ცხოვრება გგონია სწორი ცხოვრება?

როცა არავინ გაწუხებს და არავის აწუხებ.

❓ საყვარელი ფრაზა..

✨ It is what it is.


ბექა ბერულავა / Simultaneous Interpreter; Writer


94 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page