top of page

Interview: Dako Sudadze

✍️ ინტერვიუ / დაკო სუდაძე


მაინტერესებს, შენს ცხოვრებაში რა იყო ხოლმე მოტივაცია რომ იბრძოდი და მიზნისკენ მიდიოდი?


კეთილშობილი მიზანი ყოველთვის არის მოტივაცია, ასევე ის, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცო, რომ შენ ეს შეგიძლია.


რა დაგეხმარა ცხოვრებაში, გაგეგო რისთვის დაიბადე, ან რაც უნდა გეკეთებინა?


ახლაც ვფიქრობ, რომ დავიბადე იმისთვის, რომ ექიმი გავმხდარიყავი და შემძლებოდა ხალხის დახმარება, ბავშვობიდან მინდოდა ამ პროფესიის სამსახური.


რაში იპოვე დიდი სიყვარული?


ოჯახში, მეგობრებში, ახლობლებში, ადამინურ ურთიერთობებში, პროფესიაში.


რა გივსებს გულს მადლიერებით, როდესაც შენს ცხოვრებას თვალს გადაავლებ?


მე ყველაზე მადლიერი უფლის ვარ, მერე ჩემი მშობლების, ოჯახის, მეგობრების, ნათესავების, კოლეგების, საერთოდ ვფიქრობ, რომ მადლიერი უნდა იყო ყოველი დღისთვის, რომელსაც უფალი გჩუქნის და ყოველი ადამიანური ურთიერთობისთვის, რომელიც სიყვარულით გავსებს ან დახმარების ხელს გიწვდის.


დრო რომ დაბრუნდეს, შეცვლიდი რამეს, თუ გჯერა რომ ყველაფერი, რაც ხდება, აუცილებელია რომ ხდებოდეს?


ფუნდამენტურად არაფერს შევცვლიდი, ცალკეულ მოვლენებს შეიძლება.


რა შეგრძნებით გინდა რომ დატოვო ეს სამყარო?


ბედნიერების.


რასაც ეძებდი იპოვე?


ვიპოვე ჩემი თავი მედიცინაში, თუმცა ზოგადად კვლავ ძიების პროცესში ვარ.


რას ურჩევდი ადამიანებს?


გიყვარდეთ ერთმანეთი უანგაროდ და უპირობოდ, არ დაინანოთ თბილი სიტყვა, ყურადღება და თანადგომა, რასაც აკეთებთ და რა საქმესაც ემსახურებით გიყვარდეთ ის საქმე და იყავით პროფესიონალები.


როგორ ფიქრობ, რა არის საუკეთესო აზრი ან სიტყვები რაც ადამიანს ამხნევებს რთულ პერიოდებში?


მე შენ მჭირდები, მე შენ მიყვარხარ, შენ მარტო არ ხარ, თუმცა ხანდახან შეიძლება არაფერი თქვა და შენი ქმედებით ყველაფერი იყოს ნათქვამი, ჩემთვის საქმე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სიტყვები.


შენ თავად რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს, როცა ძალიან დაღლილი ხარ ან მოწყენილი?


ესეც გაივლის...


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა...


არ ვიცი, ამაზე არ დავფიქრებულვარ, ალაბთ ☀️ „მე ეს შემიძლია“, თუმცა ამას უფრო საკუთარ თავთან ვამბობ ვიდრე საჯაროდ.



დაკო სუდაძე


51 views0 comments

Recent Posts

See All

Commenti


bottom of page