top of page

Interview: Davit Kenchadze

✍️ინტერვიუ / David Kenchadze


✨„თუ შეუძლია სხვას, ესეიგი შეგიძლია შენც.“


❓ბედნიერება არის...


თავისუფლება. როცა, რაც, როგორც, რანაირადაც, სადაც...


❓ცხოვრება ღირს..


შედეგებისთვის, კარგი საქმეებისთვის.


❓ადამიანებს აკლიათ..


მონდომება.


❓რა გრძნობა მოაქვს სურვილების ახდენას?


იმატებს თვითრწმენა, მოტივაცია, ჩნდება ახალი მიზნები.


❓რას მეტყოდი სევდიანი რომ ვიყო?


გავარკვევდი მიზეზს, ჩავიყვანდი დეტალებამდე, დავანგრევდი მიზეზს და დაგანახებდი რომ ამ მიზეზს არც ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, მოგცემდი სტიმულს და მოტივაციას.


❓რაში მდგომარეობს ადამიანის სიძლიერე?


რასაც აკეთებ, იმის არ უნდა გეშინოდეს. მნიშვნელოვანია ორი რამ: 1. მიზანზე ორიენტირებულობა და 2. შიშის არქონა.


❓როგორ უნდა დაძლიო შიში?


ხდომილების დროს ფიქრობენ, რა მოხდება ყველაზე ცუდი. უნდა განიხილო შიშები, დახვდე მომზადებული და გაქრება.


❓იმისთვის რომ გახდე უფრო ძლიერი...


ამისთვის საუკეთესო გზა მხოლოდ საკუთარი თავია. გახდე უკეთესი და ამაზე იმუშაო მუდმივად. სულ მქონდა ერთი პასუხი - მე უნდა გავხდე უკეთესი და ამან რეალურად შემცვალა და მოიტანა შედეგები.


❓რას მიხვდი?


როგორც არ უნდა მოგექცნენ, შენ არ უნდა შეიცვალო. სიკეთე მაინც უნდა აკეთო, ტკივლის და ღალატის მიუხედავად.


❓რას მეტყვი სიყვარულზე?


სიყვარული მოძრაობაა. გულწრფელად უნდა გიყვარდეს სხვები და საკუთარი თავი. კეთება მხოლოდ საკუთარი თავისთვის გბეზრდება ადამიანს დროთა განმავლობაში, სხვების სიყვარული და მათი დახმარებაა ძალიან მნიშვნელოვანია, სიყვარულის ბუნებაა რომ სულ უნდა გასცე.


❓საყვარელი ფრაზა..


✨„თუ შეუძლია სხვას, ესეიგი შეგიძლია შენც.“



83 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page