Interview: Mari Gogoladze
- interview
- 17 minutes ago
- 6 min read
✍️ ინტერვიუ / მარი გოგოლაძე
❓ როგორ ხარ ახლა, რა ეტაპი გაქვს ცხოვრების?
ახლა ვარ რესტარტის, შემდგომ ეტაპზე. აი ძლიერ გადატვირთვას, რომ გამოივლი და აღდგენის პროცესში ხარ. რთული პერიოდის მერე რომ იცის ხოლმე, კითხვები ეს რატომ ან საიდან მოვიდა იმის დალაგებასა და მიღების პროცესი მაქვს ცხოვრებაში.
❓ ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობ ხოლმე?
ძალიან, ძალიან ხშირად ვფიქრობ ხოლმე ადამიანზე. როგორ არის მოწყობილი ჩვენი ბიომექანიკა, რა გავლენას ახდენს ეს ბიომექანიკა გარემოზე, ბუნებაზე, ინდივიდი როგორ ცდილობს თვითგადარჩენასა და თვითგანვითარებას შორის ბალანსის პოვნას, როგორ არის ჩამოყალიბებული ჩვენი ნერვული სისტემა უხსოვარი დროიდან დღემდე და როგორ განვითარდება მომავალში... ხშირად ვფიქრობ იმ რესურსებზე, რომელიც გვაქვს, როგორც ბიოლოგიურად ისე ფსიქოემოციურად და არა თუ არ ვიყენებთ არც კი ვიცით ამის შესახებ. რატომ ვართ მუდმივ თვითგანადგურების პროცესში ჩართული, რამ განაპირობა ეს თვითგანვითარების პროცესის ნაცვლად, ესეც ნერვული სისტემა და ტვინის ბრძანებებია სინამდვილეში, ჩვენ ვუწყობთ ხელს ჩვენშივე ამ ბრძანების მუდმივ აქტივაციას თუ გარემო; გამოცდილება რომელიც ადამიანმა უხსოვარი დროიდან დააგროვა თუ რა? რადგან თუ მუდმივად ერთ რეჟიმზეა, თვითგადარჩენაზეა ჩართული ჩვენი ტვინი , თვითგანადგურება იწყება, რადგან ბუნების კანონია ასეთი და იწყება ემოციების მიერ ბლოკირებული ორგანოების დაავდებაც , რაც საბოოლოდ იწვევს ადამიანის ისე გარდაცვალებას, რომ საკუთარი რესურსების ნახევარიც არ აქვს გამოყენებული... თუმცა არიან სულიერად ამაღლებული ადამიანებიც, რომლებიც მცირე დროში ახდენენ საკუთარი რესურსების გამოყენებას და მათთვის ბიოლოგიური დრო და ასაკი უბრალოდ ციფრებია.. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩემი მუდმივი ფიქრი დასტრიალებს ადამიანს, და რაც უფრო მეტს ვეცნობი ამ თემაზე ლიტერატურას, ვრწმუნდები, რომ არ გვაქვს ცოდნა საკუთარი თავის შესახებ და ამ დროს ადამიანი, ბუნება , გარემო, ყველა უჯრედი და ყველა ატომი ერთ უზარმაზარ უკიდეგანო ველს წარმოადგენს, და ამ დროს ჩვენ, მცირესაც ვერ ვიყენებთ...
❓ რაზე ოცნებობ?
სიმართლე რომ გითხრა არაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ ფანტაზია საკმაოდ მაქვს განვითარებული, არ მქონია კონკრეტული ოცნებები. ბავშვობაშიც ვარსკვლავის ჩამოვარდნას რომ ვხედავდი არ ვიცოდი რა ჩამეფიქრებინა და ბოლოს იმას ვთხოვდი ვარსკვლავებს, რაც რომელიმე ოჯახის წევრს მეგონა რომ უნდოდა. ალბათ ერთი ოცნება ისაა, რომ ადამიანებს ქონდეთ საკუთარი თავისადმი რეალური სიყვარულის უნარი, ისეთი გარემო, სადაც ყველა ერთმანეთისთვის ახლობელია და ყველას აქვს ცნობიერება, რომ ერთმანეთის გარეშე განვითარება არ ხდება და როგორც საკუთარ თავს, ისე უნდა მოვექცეთ სხვებს და ეს იყოს მაღალი თვითსიყვარულის ხარჯზე, რომ ერთი ადამიანის ჩაგვრით მთელი სისტემა იჩაგრება... ასეთ რაღაცებს კი წარმოვიდგენ ხოლმე.
❓ ისეთია შენი ცხოვრება როგორიც გინდა რომ იყოს?
ნაწილობრივ კი, ნაწილობრივ არა. რაღაცების გადაფასების მერე ხვდები ადამიანი, რომ ყველა გზა ემსახურება წინსვლას, და თუ რაიმეზე ვფიქრობდი რომ ეს ასე არ უნდა იყოს, ცხოვრებამ მიმახვედრა, რომ ეს სწორედ ასე უნდა მომხადრიყო, მიზეზშედეგობრიობის პრინციპის გამო. რასაც ვთესათ ვიმკითო მსგავსი პრინციპით. ამიტომ რაც არ მომწონდა, ის დავაფასე და რაც იქნება ჩემი ქმედებების შედეგი, იმას ცხოვრება მიჩვენებს.
❓ რის დეფიციტს განიცდი, რა გაკლია?
ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი მაქვს. ჩემი დაავდებიდან გამომდინარე, რომელიც ძალიან პატარა ასაკში 5 წლისას მქონდა, ეს დანაკლისი ჩამომიყალიბა და გარემომაც ხელი შეუწყო. რევმატოიდული პოლიართრითის დიაგნოზი დამიდგინეს 2005 წელს და ძალიან ხშირად ვიყავი ხოლმე საავდმყოფოში, კვირებითაც კი. იქ ფაქტობრივად სრული მარტოობა იყო, თუ არ ჩავთვლით ექიმებს, ექთნებს და ჩემნაირ ბავშვებს, რომლებსაც ისე სტკიოდათ რომ ფიზიკურად თამაშის საშუალება არ იყო. თანაც სირული არ შემეძლო, ამ დაავდებამ საყრდენ მამოძრავებელი ყველა კიდური და ძვალი გამითიშა ისე რომ საქმე გადასაადგილებელ ეტლამდეც მივიდა. რაღაც მომენტში უკვე ეტლის ყიდვას რომ აპირებდნენ ჩემი მშობლები ფეხზე გავიარე, რაც ექიმებისთვისაც გამაოგნებელი იყო. იყო პერიოდი, როცა განიხილავდნენ შეიძლებოდა თუ არა ჩემი გაშვება სკოლაში. უკვე ფეხზე სიარული დამოუკიდებლად შემეძლო და ისიც კარგად მახსოვს თავიდან ფეხი როგორ ავიდგი, მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ შეიძლებოდა სკოლაში არ მევლო. ძალიან მინდოდა და სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი, როცა პირველ დღეს სკოლაში შევაბიჯე, თუმცა რაღაც დროის მერე ჩემი გაცხოველებული სურვილის მიუხედავად ვყოფილიყავი სოციალიზირებული და აქტიური, საზოგადოებამ თავად გამრიყა და დღემდე ვგრძნობ ქუჩაში გასვლისას ათიდან ცხრა ადამინი როგორ მიყურებს და საოცრად დიდი დისკომფორტია. მიუხედავად იმისა რომ 11 წლის ასაკში ეს საშინელი დაავდება დავამარცხე და და უკვე 14 წელია რემისიაში ვარ დამიტოვა მიკროგნატია. ყბის ძვლები დარჩა 6 წლის ასაკში , ეს არასდროს მიქმნიდა დისკომფორტს, სანამ პიროვნული შეურაცხყოფა არ მომაყენეს სკოლაში ამ მიზეზით. წლები გრძელდებოდა გარკვეული სკოლელების ნაწილიდან ამ თემაზე ჩემი ბულინგი, ისე რომ უკვე აღარ მინდოდა სიარულიც და არც სახლში ვამხელდი არაფერს... ახლა უკვე ქუჩაშიც ვგრძნობ მზერას, გამოხედვას ჩემი არასტანდარტული გარეგნობის გამო. მიჭირს დამეგობრება უცნობებთან, რადგან არ ვიცი ისინი როგორ მიღებენ, რა თვალით მიყურებენ. ეს ბავშვობის ტრავმა მაიძულებს ერთგვარ მატოობაში ყოფნას, როცა მეორე მხარეს - ბავშვურს უნდა ხალხმრავლობაში ყოფნა, ყველას გაცნობა და დამეგობრება.
❓ რას დაპირდი საკუთარ თავს? თუ გიქნია ასეთი რამე ოდესმე
კი, 15 წლის ვიყავი, როცა საკუთარ თავს დავპირდი, რომ არ დავნებდები და ისე არ დავეცემი, რომ ვეღარ წამოდგე-თქო. საკმაოდ პატარა ასაკში ვიყავი და ისეთ რთულ რამეებს განვიცდიდი ფსიქოლოგიურად და ემოციურად, რომ ვფიქრობ დიდსაც უჭირს ამის გადატანა.. მერე მოხდა ისე, რომ დროთა განმავლობაში სირთულეებმა მეტი მასშტაბი მიიღო და მეგონა მართლა არ მქონდა გაგრძელების, ახლის მიღების უნარი. თითქოს გავიყინე და მაგ მდგომარებიდანაც გამოვედი, საიდანაც მართლა არ მჯეროდა გამოსვლა თუ შემეძლო. ალბათ იმ პატარა მარის ძლიერმა შემართებამ, რომ - არ მექნება ისეთი "დაცემა" საიდანაც ვერ წამოვდგები - მიბიძგა იმისკენ, რომ არა თუ წამოვდექი, დავიწვი და თავიდან დავიბადე კიდეც.
❓ შენი ყოველდღიურობა როგორია?
ცოტა მოსაწყენი.. :დ რადგან ძალიან ბევრი რამის კეთება მინდა და ვერ ვასწრებ, ფიზიკურად დრო არ მყოფნის. რომ გავიხედავ უკვე შუაღამეა.
❓ როგორ უმკლავდები ცხოვრებისეულ სირთულეებს?
ვფიქრობ იმ გადასახედიდან, რომ საკმაოდ რთულ პირობებში მიწევდა ცხოვრება კარგად ვუმკალვდები და გამოცდილებასაც ვიღებ ამ სირთულეებიდან.
❓ თუ გაქვს შენი მეთოდები ამასთან დაკავშირებით გაგვიზიარე
ცუდში ყოველთვის კარგს ვეძებ, დადებით მხარეს, გამოსავალს, რითაც სიტუაციას ვცვლი ჩემს სასარგებლოდ და ეს ყოველთვის ამართლებს, რა სირთულის წინაშეც არ უნდა ვიყო.
❓ როგორია შენთვის ცხოვრება?
საინტერესო, თავისი ქაოსური წესრიგით. გამოცდილებებით სავსე.
❓ რა გინდა საკუთარი თავისგან რომ შექმნა ან იყო?
მინდა ვიყო ისეთი, რასაც სხვისგან ვითხოვ რომ იყოს. დაკვირვებული ვარ, რასაც სხვისგან ველი, სწორედ მე მაკლია და შესავსებად ვეძებ სხვას ან სხვებს დანაკლისის ასანაზღაურებლად და ვფიქრობ, ყველა ასე ვართ. თვითკმარი მინდა ვიყო.
❓ რაშია შენი ძალა?
ჩემი ძალა სავარაუდოდ იმაშია, რომ ძალიან მარტივად მესმის, როგორც საგნების, ასევე ადამიანების და ზოგადად ცხოვრებაში შავისა და თეთრის არსებობის. ყველაფერზე პასუხს ვეძებ, ყველაფერზე. რასაც შეიძლება ვეხებოდე ან საერთოდ აბსტრაქტული იყოს, ანუ ყველაფერს ბოლომდე ვეძიები ჩემი საზომით სიღრმემდე, ისე ვერ ვისვენებ. ეს პროცესი ცოტა დამღლელია გონებრივად მაგრამ საკმაოდ სასიამოვნოა შედეგი.
❓ რასთან გაქვს ყველაზე ხშირი კონტაქტი?
მინერალებთან. ნატურალურ ქვებზე ვმუშაობ და სამი წლის წინ, როცა პირველად შევიძინე ვარდის კვარცი და გავიგე რამდენად დიდი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს ქვებს, როგორ ხსნის ბლოკებს სხეულში და გონებაში, როგორ შეუძლია სხვა სიხშირეზე ჩვენი გადაყვანა მას შემდეგ აღარ დამინებებია თავი. ეს კონტაქტი ცოდნასაც მაძლევს, სარგებელსაც და დიდ სიამოვნებასაც.
❓ რას მეტყოდი მე ?
გეტყვი, რომ ძალიან მიყვარს შენს მიერ შექმნილი ბარათები, ხშირად მარტოც ვთამაშობ ხოლმე და საკუთარ თავს ინტერვიუებს ვუწყობ. ვფიქრობ შენი პროდუქი ისაა, რაც ადამიანებს ჩაღრმავებისკენ მოუწოდებს და ეს არაა მარტო საქმე, ეს საკმაოდ ეროვნული საკითხია, რადგან დღეს როგორც არასდროს ისე გვჭირდება ქართველებს საკუთარ თავში დაფიქრება, იდენტობის გააზრება, პიროვნული ზრდა, ინერციისგან გათავისუფლება და შენი ბარათები ამას ნამდვილად აკეთებს, დაფიქრების საშუალებას იძლევა იმაზე, რაც ადამიანს გონია რომ იცის, მაგრამ სინამდვილეში ინერციულად მიყვება საკუთარ პიროვნულ ხაზს.
❓ ადამიანებს რას ეტყოდი?
შეიძინონ "ინტერვიუს ბარათები" და რაც შეიძლება ხშირად გამოიყენონ <3
❓ რა არის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი როგორ ფიქრობ
გონების მიერ შექმნილი საზღვრებისა და ჩარჩოებისგან განთავისუფლება და იმ ადამიანის დანახვა სინამდვილეში ვინც ვართ, სინამდვილეში როგორებიც უნდა ვიყოთ.
❓ საკუთარ თავს სად და როგორ წარმოიდგენ ხოლმე, რისი წარმოდგენა განიჭებს სიამოვნებას?
რამდენჯერმე გავიარე გიდირებული მედიტაცია და ტრანსის ეფექტით ბავშვობის წლების გასასხსენებლად და ბავშვობაში ჩასასვლელად, ნათლად ვნახე ჩემი ბავშვობა. უდარდელობისა და თავისუფლების განცდა, აი ამის გახსენება რას ვგრძნობდი ბავშვობაში, ღრმად პატარა ასაკში, ძალიან სასიამოვნოა. ხვდები რომ ზრდასთან ერთად, გონება მოცულია, ეს ბიოლოგიური მტვერსასრუტი, უადგილო, არაფრის მომცემი დამღლელი ფიქრებით, გახსენდება რომ იყო დრო და მომენტი, როცა ცხოვრების აღქმა თავგადასავლებით და სილაღით იყო სავსე. სიდიდეში თითქოს ეს ქრება მაგრამ ასე არაა, უბრალოდ გახსენებაა საჭირო ამ გრძნობის რაც ტრანსის და მედიტაციის გარეშეც არის შესაძლებელი. თუ უბრალოდ გავხედავთ ბავშვს, რომელიც დედას ხელში უჭირავს და დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც სწორედ ასეთები შეგვიძლია ვიყოთ და შევქმნათ ფენომენი, რომ ზრდასთან ერთად შესაძლებელია სილაღითა და სამყაროს სიყვარულით ცხოვრება.
❓ რისი გჯერა ცხოვრებაში? რისი გჯერა საკუთარი თავისგან ?
მჯერა, რომ სამყაროში არაფერი არ იკარგება არც უარყოფითი და არც დადებითი, რომ ეს ენერგეტიკული სიხშირეა, უნარი და ნიჭი, ამ სიხშირეებისგან რაიმე შევქმნათ და თუ გაცემული სიკეთე უეცრად უკან არ დაგვიბრუნდა დააკვირდე რამ შეუშალა ხელი, რა გადაეღობა წინ, რა არის შესაცვლელი და მჯერა, ერთ დღეს იმ კითხვებზე რომელზეც ჯერ პასუხები არ მაქვს აუცილებლად მივიღებ.
❓ რაზე გტკივა ხოლმე გული?
უსამართლობაზე, ჩვენს ქვეყანაზე, სადაც ძალიან მძიმე პროცესები მიდის. ხალხის მძიმე ყოფაზე, ჩვენი ხალხის გახლეჩვაზე და ერთმანეთთან დაპირისპირებაზე.
❓ თუ გაქვს რაიმე პრინციპი ცხოვრებისეული, რასაც არ გადახვალ?
არა, აღარ. როცა ოცი წლის ასაკში ამომიტრიალდა ყველა რწმენათა სისტემა მივხვდი თანდათან, რომ უცვლელი არაფერია ამ ქვეყნად თუნდაც პრინციპები რომელიც ასევე რწმენაზე დგას.
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
☀️ "რისიც გჯერა ის ყოველთვის არსებობს" ძალიან პატარა ვიყავი ეს ფრაზა რომ გამოვიგონე და ძალიან ბევრ სიტუაციაში დამეხმარა <3
Interview: Mari Gogoladze

.png)





Comments