Interview: Shivo Ramadatta
- interview
- Jul 23
- 2 min read
✍️ ინტერვიუ / შივო რამადატა
☀️ ყველა ადამიანი ჩემი ახლობელია და ვცდილობ შევხედო, როგორც დედას, მამას, დას, ძმას, შეყვარებულს ან შვილს... ყველა ადამიანი სასწაულია... ყველა მოსიარულე ბუდა და კრიშნა და შივაა, ისე რომ ამას ვერ აცნობიერებს
❓ რამდენად დიდი ცვლილებები გაქვს ამ წლებში?
ძალიან დიდი რათქმაუნდა. რათქმაუნდა იმიტომ, რომ ცვლილებები გარდაუვალია და მე როგორ არ მექნება ცვლილებები )))
❓ არის რამე რასაც ფიქრობდი და რადიკალურად შეიცვალე აზრი?
ალბათ ბევრი... საერთოდ ბოლო დროს მეტად ვაკვირდები იმ სივრცეს რაშიც აზრი ხდება, ვიდრე იმას თუ რას ვფიქრობ. რას ვფიქრობ მეორეხარისხოვანია... აზრები, შეხედულებები- ისინი მოძრავია... სჯობს ნაკლებად ვიყოთ მიჯაჭვულები ჩვენს შეხედულებებზე და მეტად გავაცნობიეროთ ის სივრცე, რომელშიც ისინი ხდება.
❓ ახლა რა პერიოდია შენს ცხოვრებაში? რა გამოცდილებას გადიხარ?
ბოლომდე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზე, ჩემს ცხოვრებაზე. რას ვაკეთებ, რას არ ვაკეთებ, რა როგორ მინდა, როგორ მაწყობს და ა.შ. აქტიურად ვცვლი ჩემს დამოკიდებულებებს... ვაერთიანებ ყოფიერებას და მედიტაციას.
❓ შენთვის ეს ცხოვრება რა არის?
პირველ რიგში შანსი, დიდი შესაძლებლობა, გამოღვიძებისთვის. იმისთვის, რომ რეალიზაცია მოვახდინო ჩემი პოტენციალის და იგივეს გაკეთებაში დავეხმარო სხვებსაც.
❓ რას დაარქმევდი ამ ინკარნაციას შენსას?
On the road again- ასე ინგლისურად უფრო მომწონს. ვითომ ფილმია...
❓ მოგწონს აქ ყოფნა?
კი, საინტერესო თავგადასავალია.
❓ რას ფიქრობ ღმერთზე?
რა დიდებულია! რა საოცარია!
❓რა არის შენთვის ყველაზე კანონზომიერი?
შენი ფიქრები, სიტყვები და ქმედებები აყალიბებენ შენს გამოცდილებას ცხოვრებაში და სიტუაციებს. შეცვლი მათ, შეიცვლება რეალობა. ეს კანონზომიერია.
❓რას ფიქრობ ადამიანებზე?
ყველა ადამიანი ჩემი ახლობელია და ვცდილობ შევხედო, როგორც დედას, მამას, დას, ძმას, შეყვარებულს ან შვილს... ყველა ადამიანი სასწაულია... ყველა მოსიარულე ბუდა და კრიშნა და შივაა, ისე რომ ამას ვერ აცნობიერებს... ამას ვფიქრობ ადამიანებზე.
რას ფიქრობ მომავალზე? შენ ქმნი მას?
აბსოლიტურად- კარმა ქმნის მომავალს.
❓ რა შეუძლია შენს გონებას?
მარტივად რომ ვთქვათ - ყველაფერი.
❓ რაშია ყველაზე დიდი ძალა როგორ ფიქრობ?
ყველაზე დიდი ძალა ჩვენს გონებას აქვს. ის არაფრითაა ლიმიტირებული. არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. არც ცენტრი და არც კიდე. არც ერთია და არც მრავალი. თუმცა ყველაფერი მასში ხდება, მისით ხდება და იმად ხდება.
❓ ოცნება გაქვს? რამდენად მეოცნებე ხარ?
არ მაქვს ოცნება... არ ვარ მეოცნებე. მაქვს ამოცანები და ვცდილობ მათ მიღწევას ან გადაჭრას...
❓ დამიბრუნე პასუხი:
მადლობა რომ არსებობ...
მადლობა რომ არსებობ დჰარმავ.
❓ დაასრულე ფრაზა:
უკანასკნელად ვიტყოდი რომ...
უკანასკნელად ვიტყოდი- პჰეტ! და ცნობიერად დავტოვებდი სხეულს.- ეს სულ უკანასკნელად :D
ჩემი ბედნიერება არის...
ჩემი ნამდვილი მდგომარეობა.
ძვირფასია ...
ფუნდამენტური ადამიანური გრძნობები - სიკეთე, სიყვარული, თანაგრძნობა.
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა ამ ეტაპზე
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ხედვა ფართეა როგორც ზეცა, ჩემი ქცევა წვრილი და ზუსტია, როგორც ქერის ფქვილი- გურუ პადმასამბჰავა

Comentários