top of page

Interview: Dochi Gogo

"რასაც ებრძვი ის ძლიერდებაო. ვებრძვი საკუთარ თავს და ვძლიერდები"

✍️ ინტერვიუ / Dochi Gogo


❓ რას ებრძვი ყველაზე მეტად?


,,რასაც ებრძვი ის ძლიერდება“. ვებრძვი საკუთარ თავს და ვძლიერდები


❓ რა არის ცხოვრებაში შენთვის ყველაზე რთული?


რწმენა საშინელი ეჭვის გარეშე, რომ შესაძლოა ვცდები და ყველაფერი ის, რისიც მინდა რომ მწამდეს, ტყუილია


❓ ბედნიერი ხარ?


ეს შეკითხვა ასე ჟღერს ჩემთვის - კარგი ამინდი ხარ? მე ცა ვარ და არა ამინდი. ბედნიერი ვარ წვიმიან ამინდში ცხელი შოკოლადის ყლუნწვით, მონატრებულ ზღვაში შესვლით, ჭექა ქუხილით, თავსხმით...


❓ რა გაძლევს იმედს როცა ცუდად ხარ?


ხელზე ტატუ მაქვს - serendipity - როდესაც რაღაცას გეგმავ, ისე არ ხდება, როგორც გეგმავ, მაგრამ ხდება იმისთვის, რომ უკეთესი მოხდეს. სერენდიფითიში ვერ წახვალ, უნდა წახვიდე სხვაგან და ,,შემთხვევით“ სერენდიფითიში აღმოჩნდები


❓ რა გიყვარს ადამიანში?


ადამიანი როგორც დინამიკა, თვითქმნადი პოტენციალი, თავისი შტრიხებით. მიყვარს ადამიანი, როგორც პროცესი, როდესაც ვხედავ, რომ შეუძლია გამოვიდეს მსხვერპლის როლიდან, არ მიიღოს საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება როგორც რაღაც, რაც დაემართა.


❓ რა უნდა გახსოვდეს ყოველთვის?


უკიდურესი უბედურების დროს, ვიხსენებ რომ მოკვდავი ვარ და ეს მამშვიდებს, უკიდურესი ბედნიერების დროს ვიხსენებ რომ მოკვდავი ვარ და ბოლომდე ვირგებ


❓ რას მეტყვი ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე?


ნიცშეს აქვს ნათქვამი - მამაკაცს უყვარს და ქალი თანაუგრძნობსო..


✨ საყვარელი ფრაზა..


მას, რასაც მუხლუხო სამყაროს აღსასრულს ეძახის, ოსტატი უწოდებს პეპელას! - რიჩარდ ბახი




32 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page