top of page

Interview: Elene Abzianidze

✍️ ინტერვიუ / ელენე აბზიანიძე


☀️ შენი ცხოვრება არის შენი!


❓ როგორ ხარ, თავს როგორ გრძნობ?


საეჭვოდ მშვიდად. ❓ რა ეტაპს გადიხარ?


თვითშემეცნების და გაანალიზების, მაქვს მომენტები როდესაც ჩემში ყველას ვაქრობ და საკუთარ თავში ვიძირები, აღმოვაჩენ თუ არა რაიმე ახალს, ისევ ვაბრუნებ ჩემში ყველას. თუ აღმოჩენების შემდეგ ვინმე ჩემში ვერ დაბრუნდა ან იმაზე მეტად დაბრუნდა ვიდრე მანამდე იყო, ეს იმას ნიშნავს რომ გადავხალისდი.


❓ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?


ბავშვობაზე და ჩემს სურვილებზე, თითქოს ეს ორი ფიქრი ერთმანეთს ამთლიანებს.


❓ იცი რა გინდა ცხოვრებაში, თუ ძიებაში ხარ? სულ ძიებაში ვარ და არმგონია ეს ოდესმე შეიცვალოს, თუმცა ზუსტად ვიცი რა არ მინდა. ❓ რას უნდა ნიშნავდეს ეს ცხოვრება? შენთვის რა არის?


უმნიშვნელოდ მნიშვნელოვანი დეტალებია ცხოვრება. სულ გესაუბრება, სულ განიშნებს და სულ თან დაგყვება. თუ მისი შეგრძნება შენც გინდა უბრალოდ უნდა გაყვე. ჩემთვის ცხოვრება ახლად ყოფნაა. თან ახალივით და თან აქ.


❓ რა გაბედნიერებს შენს ცხოვრებაში? ჩემი ინსტიქტები მაბედნიერებს, უზომოდ მახალისებს და შინაგანად სიყვარულით მავსებს.

❓ რა გგონია ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია და უნდა უფრთხილდებოდეს? კეთილშობილება, ზუსტად ეს არის, რასაც შენი ყველა სურვილის მატერიალიზება შეუძლია. ძალიან ძლიერი და მოსაფრთხილებელი ჯადოსნურობაა ადამიანის ცხოვრებაში. ❓ როგორ მიიღწევა მაღალი ხარისხის მეგობრობა? მეგობრობა, რომელიც არ არის დამოკიდებული გარე ფაქტორებზე ან შექმნილ სიტუაციებზე. მშვენიერია, როდესაც ის დამოკიდებულია მხოლოდ ორი ადამიანის შინაგან სურვილზე, მორალზე, გაგებაზე, სიყვარულზე და თანადგომაზე.

❓ როგორ ადამიანებს აფასებ? ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ არა მხოლოდ წარსული გამოცდილებით, არამედ იმით თუ ნამდვილად რა სურთ მათ. მნიშვნელოვანია კომბინაცია, სურვილის და გამოცდილების.


❓ რა მოთხოვნები გაქვს ძირითადად საკუთარი თავის მიმართ?


დილა ყოველთვის ღიმილით დავიწყო, არ მოვატყუო საკუთარ თავს და არ დავკარგო ბევრი დრო საკითხზე, რომელსაც ვერ შევცვლი.


❓ გახსოვს ბავშვობაში რაზე ოცნებობდი? წყლის ნაცვლად ჩემი ეზოს ონკანში კოკა-კოლა რომ წამოსულიყო.


❓ რა არ აღმოჩნდა ისეთი როგორიც წარმოგედგინა?


პარიზი. ❓ რას ფიქრობ იმედგაცრუებაზე?


ვუყურებ როგორც კარგ გამოცდილებას, გამოწვევაა, რომელშიც გამოსავალი უნდა ნახო და ნელ-ნელა ისწავლო თუ როგორ აირიდო თავიდან. როდესაც იმედს ისახავ, ვფიქრობ ცოტათი სხვა ვარიანტებსაც უბრალოდ უნდა გადახედო. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ იმედი არ გაგიცრუვდეს. ❓ საყვარელი ფრაზა..


☀️ შენი ცხოვრება არის შენი!


❓ რას ფიქრობ ბედისწერაზე? რა არის ადამიანზე დამოკიდებული?


ბედისწერა, გაწერილ და დაგეგმილ შეგრძნებებს იწვევს ჩემში. მე არ ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება ვინმემ დაწერა, ეს პროცესია და ამ პროცესში იწერება ყველაფერი. ადამიანზე დამოკიდებულია საკუთარი ფიქრები. ფიქრებს და სურვილებს მოფრთხილება და სწორად გაჟღერება ჭირდება. ნებისმიერი სიტყვა შენში განწყობას იწვევს, რაც შემდეგ შენს დამოკიდებულებად იქცევა.


❓ მე აუცილებლად...


☀️ ვიქნები ბედნიერი, მადლიერი და თავისუფალი.



---------------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - ინტერიერის დეკორი

Khelad - ხელით მოხატული სამოსი

Bafen - წერტილოვანი მასაჟი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან

--------------------------------------------------------------


Elene Abzianidze

128 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page