top of page

Interview: Giorgi Kanchaveli

Updated: Jun 4, 2021

✍️ ინტერვიუ / გიორგი ყანჩაველი


რა არის შენში აუხსნელი?


როგორ მოვედი აქამდე?!


საიდან მოტივაცია? შემართება? როგორ მივიღე ის გადაწყვეტილებები რაც ძალიან გარდამტეხ მომენტებში მივიღე, იმ პერიოდში იმ გადაწყვეტილებებისთვის სრულიად გამოუცდელმა....


გამიმართლა? თუ?


რა მოაქვს ძალისხმევას?


შედეგი! შედეგს თავდაჯერებულობა და შესაბამისად, თავდაჯერებულ ძალისხმევას უფრო მეტი შედეგი და საბოლოოდ უკვე ისეთი წარმატებული ამბები, შენც რომ ვერ წარმოიდგენდი ძალისხმევის პირველ დღეს!

რისი გამოხატვა გსურს?


ადამიანებს მეტი თავისუფლება უნდა მისცე!

თავისუფლება მოდის ცოდნით, ბევრი მცდელობით, ექსპერიმენტით, გამოცდილებით...


რას ამბობ შენი არსებობით?


შევქმენი შესაძლებლობები სხვებისთვისაც!

რითიც ზოგი თავის საქმეს იპოვის, ზოგი თავის გზას, ზოგი თავისუფლებას, ზოგი კიდევ რამე სხვას!


რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული?


შემეძინა თვითრწმენა და თავდაჯერებულობა!


რას აფასებ ადამიანებში?


სხვაში დადებითის ძიების და მისი რეალიზების ხელშეწყობის უნარს! იშვიათად აქვთ ადამიანებს და ვისაც აქვს, დიდებულია!


რა არის საბრძოლველი?


თავისუფლება! ამაზე გადის ბევრი რამ!


რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც შენს ცხოვრებაში მიხვდი?


ყველაფერი შენზეა დამოკიდებული!

ამის შემდეგ სხვა ძალით, ენერგიით, შემართებით იწყებ ფიქრსაც და ქმედებასაც.


როდიდან ხდება ცხოვრება ყველაზე საინტერესო?


ცვლილებებს რომ იწყებ! ნებისმიერი მასშტაბის ცვლილება ახალ საინტერესო ამბებს გპირდება. ესეა!


რას უმეორებ ხოლმე საკუთარ თავს ხშირად?


ხშირად ვაჯერებ თავს რომ გამომივა, რასაც ვაკეთებ ან რასაც ვფიქრობ! 😊


რისი გწამს?


შინაგანი ძალის!


მგონია რომ ყველას აქვს ეს ძალა და საჭიროა მისი პოვნა და გაღვიძება, და შესაბამისი მიმართულებით მიმართვა რომ შეცვალო უკეთესობისკენ ნებისმიერი საკითხი.


ვინ არის ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი?


ვისაც არაფრის სანაცვლოდ სჭირდება შენთან ურთერთობა!


გაიხსენე სიტყვები, რამაც შთაგაგონა...


ილიას სიტყვები:


კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?


ერთ მშვენიერ დღეს.....


✨ ერთ მშვენიერ დღეს ისევ შევქმნი საგანმანათლებო ცენტრს!


მარადიული ის არის მხოლოდ....


✨ მარადიული ის არის მხოლოდ რასაც სხვა დაიმახსოვრებს!



Giorgi Kanchavel / Trainer, Enterpreneur & Project Manager



149 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page