top of page

Interview: Giorgi Khizanishvili

ინტერვიუ / გიორგი 23 წლის


- ბედისწერის თუ გჯერა, ან რისი გწამს ცხოვრებაში?


მე ვიცი რა განვიცადე, ესაა რისიც მჯერა, მჯერა იმის ვინც მუდამ ჩემთანაა და არასდროს მტოვებს. სიყვარულის მწამს!


- კითხვა რაც არასდროს გასვენებს...


იყო პერიოდი, როცა უამრავი კითხვა ტრიალებდა თავში, რაზეც პასუხი არ მქონდა. გავიდა დრო და თითქმის ყველა კითხვას პასუხი გაეცა. ახლა ვიცი რომ თუ პასუხი არ მაქვს, უბრალოდ დროა საჭირო რომ გავიდეს


- რისთვის იბადება ადამიანი?


დაბადება დიდი სიხარულია, საინტერესოა ვინ რას გააკეთებს ამ სამყაროსთვის, რას შეცვლის.. ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, ადამიანი ნიჭიერია


- როგორ უნდა მივხვდეთ რისი ნიჭი გვაქვს?


მიწაზე მოსული ადამიანები გაბნეული ვარსკვლავებივით ვართ. აი მაგალითად მე, რას წარმოვიდგენდი ცურვას თუ შევძლებდი, ან დავწერდი ფეხით.. არ უნდა მოვეშვათ


- როგორ უნდა ირწმუნო საკუთარი თავის, როგორ უნდა გიყვარდეს?


საკუთარ თავს, ადამიანმა, ხშირად უნდა დაუსვას კითხვები და ნელ-ნელა გამოერკვევა. არ უნდა უარყოს, არ უნდა ეშინოდეს წაქცევის, ეს გვაყალიბებს და თვითრწმენას გვიმყარებს


- როგორია შენთვის მშვენიერი ადამიანი?


მშვენიერია, როცა კარგად აცვია, როცა საუბარში თავშეკავებულია და საქმეში ზომიერი. თუ ადამიანთან თავს კარგად ვგრძნობ, ამით ვხვდები რომ ის მშვიდია და მშვენიერი შინაგანად


- საყვარელი ლექსიდან ნაწყვეტი..


„არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს“




17 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page