top of page

Interview: Giorgi Khizanishvili

თუ არ გინდა იმედგაცრუებულ იდიოტად დარჩე უნდა განაგრძო ცხოვრება!

✍️ ინტერვიუ / გიორგი ხიზანიშვილი


❓ რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც იმედგაცრუებას გრძნობენ და ტკივილის მერე ხელს ჩაიქნევენ?


თუ შენ ახლა მიყურებ და თვალები გაქვს დამინახე, რომ მე ხელიც კი არ მაქვს საიმისოდ,რომ ჩავიქნიო ადექი და უფრო მეტი გააკეთე. მგონი სტიმული ვარ მავანთათვის. იმედგაცრუება ამ ცხოვრების თანამდევია და თუ არ გინდა იმედგაცრუებულ იდიოტად დარჩე უნდა განაგრძო ცხოვრება! ადამიანებს ხშირად გაღიმებაც შველით და ტკბილი სიტყვა


❓ რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული?


სხვადასხვა საქმეში გითბება გული და სული ხორცით, არსებით ხარობ და მერე ეს გყვება კაი ხანს. ხვდები,რომ გიყვარს შენი თავი, სხისთვის გაღებული შენვე გიბრუნდება, 100-ჯერ მეტადაც და მიღებული დიდი გრძნობით უფრო გიყვარს თავი.


❓ ზოგი ადამინი ბრაზობს, გავეცი და არ დამიბრუნდაო და იმედს იცრუებენ ყველაფერზე, ეს როგორ გესმის?


იმის მოლოდინი არ უნდა გქონდეს,რომ იმავეს ან უფრო მეტს გაგიკეთებს ვინმე, არა. სხვისი ხელით მოგეცემა, თუ ის ვერ ან არ აგინაზღაურებს.


❓ რა გინდა რომ საყვარელმა ადამიანმა გითხრას როცა მოწყენილი იქნები?


✨ შემომხედე რომ დავმშვიდდე,მითხარი რომ გიყვარვარ, შემეხე რომ გიგრძნო.




88 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page