top of page

Interview: Giorgi Lobjanidze

Updated: Jun 4, 2021

✍️ ინტერვიუ / გიორგი ლობჯანიძე


ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ


ყველაფერი დროებით ეძლევა და იცოდეს რისთვისაა მოვლენილი.


ნამდვილი სიყვარული...

სამი ნაწილისგან შედგება: 1. ფიზიკური ლტოლვა; 2. მენტალური ლტოლვა; 3. ღვთაებრივი, ზეციური ლტოლვა. ადამიანი, როცა შეხებამდე იგრძნობს პარტნიორს, მაშინ იქნება ის მისი რჩეული.

როდესაც რამე არ გამოდის...

დასვით კითხვა: იყო საჭირო რომ გამოსულიყო? ან ვიყავი კი ამის ღირსი? ადამიანს, რომელსაც ტაქტიკა არ აქვს შემუშავებული - ყოველთვის განწირულია ბრძოლისთვის.

მიხვდი, რომ...

მარცხი ყოველთვის საჭიროა ადამიანის წარმატებისთვის.

იმან გაიმარჯვა, ვინც...

ემოციებს და ვნებებს სძლია.

რა არის ჩვენზე დამოკიდებული? რა შეგვიძლია?

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რას შევქმნით, როგორ ვიარსებებთ, რაც აქვს ადამიანს ჩაფიქრებული იმას უწევს რეალიზაციას, ამიტომ დავფიქრდეთ და მივხვდებით, რომ საჭეს ჩვენ ვმართავთ.

ბედისწერის გჯერა?

ჩვენ თავად ვქმნით ბედისწერას და რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით.

რას ფიქრობ, ხდება ოცნებები?

ნებისმიერი ოცნების ასრულება შეიძლება, მაგრამ კითხვა უნდა დავსვათ: რას ვაკეთებთ ამისთვის?

„იფიქრე, დაე შენმა ნაბიჯებმა მოგიტანონ შედეგი“.


#ინტერვიუ #ინტერარტ #Interview #interart


გიორგი ლობჟანიძე / ასტროლოგი



49 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page