top of page

Interview: Giorgi Maghradze

Updated: May 19, 2022

ინტერვიუ / გიორგი მაღრაძე


როგორ გრძონობ თავს?


მშვენიერ განწყობაზე ვარ, გაზაფხულის მზე მიწას, რომ ააფუებს და მაისის თქეში თავდაუზოგადავად მოაწვიმებს - მოეფერება აი ეგეთ ხასიათზე ვარ...


რა გივსებს გულს სიხარულით?


პირველ რიგში იმის კეთება რაც მიყვარს...და ყველაფერი ის რაშიც არაა მზაკვრობის მარცვალი.


რა არის შენთვის ბედნიერება, რა გაბედნიერებს ხოლმე?


გულწრფელი ღიმილი, ბედნიერი და კეთილი ადამიანების ხილვა.


რას ნიშნავს შენთვის ბუნება, მთა, რა ასოციაციები გაქ?


ბუნება და მთა ჩემთვის ასოცირდება ყველაზე თავისუფალ და ნიჭიერ ხელოვანთან.


რა გიყვარს ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?


გარკვეულწილად რთული კითხვაა არჩევანის წინაშე დავდექი...ყველაზე მეტად მიყვარს ის, რაშიც ყველაზე მეტი სიყვარულია.


რისთვის ვიბადებით ადამიანები?


ადამიანები ვიბადებით იმისთვის, რომ დედამიწაზე იყოს სიცოცხლე და ხელოვნება! მუდმივობის, მარადიულობის ჯაჭვი არ გაწყდეს...


რას უნდა მიაღწიოს ადამიანმა?


მთავარია, ადამიანმა იპოვოს საკუთარი „მე“ და სწორად განხორციელდეს მასში ყველა ნიჭი...


რა არის წარმატება შენი გადმოსახედით?


ისიამოვნო იმ საქმით რასაც აკეთებ და ღირსეულად დაგაფასონ შენ!


რას ნატრობ ხოლმე?


დროის მანქანით ვიმოგზაურო შუასაუკუნეების საქართველოში.


რას აფასებ ადამიანებში?


თავაზიანობას, გულწრფელობას, სიკეთეს და ნიჭიერებას!..


რისი გწამს გულის სიღრმეში?


მე ის არა ვარ ვინც ვარ...


რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო?


ბოროტებას დავთრგუნავდი.


როგორ აღიქვამ სიყვარულს?


ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი)))


როგორია მშვენიერი ქალი შენთვის?


რომლის დანახვაზეც გაგაჟრჟოლებს...


რას ფიქრობ, ტკივილი რას ცვლის ადამიანში?


ტკივილის შემდეგ უფრო ძლიერდება ადამიანი.


შენი აზრით რა ხდის ადამიანს განსაკუთრებულს?


თვითმყოფადობა, ინდივიდუალიზმი!


შენი საყვარელი ფრაზა?


“კაი არის კაი აბა ცუდია კაი“)))



ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი




260 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page