Interview: Irakli Karkadze

"ვერაფერს გააფუჭებ ისეთს რაც სხვას არ უქნია აქამდე"

ინტერვიუ / Irakli 28 წლის


- რას მიხვდი ცხოვრებაში?


ვერაფერს გააფუჭებ ისეთს რაც სხვას არ უქნია აქამდე, ასე რომ გახსოვდეს შენ არ ხარ ყველაზე ცუდი!


- რა გაბედნიერებს ხოლმე?


შოკოლადის ნაყინი, სასიამოვნო პარტნიორი;.. ყველაფერში ეტევა ბედნიერება..


- რა არის სიყვარული? რა ფერია?


როცა დილით თვალს გავახელ, მჭირდება რომ მიყვარდეს. სიყვარული თოთობავშვისფერია


- რისი ნაწილი ხარ?


ხან ნაწილი ვარ ხან კიდევ სამყაროს ცენტრი


- რა გამქრალა უკვალოდ შენი ცხოვრებიდან?


არაფერი, რაც გამოვიარე ყველაფერი მჭირდება რომ ჩემი თავი ვიყო


- რას ნიშნავს შენთვის ქალი?


იმის გააზრება რომ ქალი არსებობს, მეხმარება რომ ცოცხალი დავრჩე


- ღმერთი რომ იყო რას იზამდი?


ადამიანებს დავაკვირდებოდი, ეხლაც იგივეს ვაკეთებ...


- მითხარი შენი საყვარელი ფრაზა


თუ გინდა ორკესტრი მართო მასისკენ ზუგით უნდა შეტრიალდე


- ვინ ხარ


აკი ვარ, იაპონური შემოდგომა..


#InterView #InterArt #ინტერვიუ #ინტერარტ #აკი #ირაკლი #კარკაძე #aki #irakli #karkadze



 

 

Copyright © 2019 Interview