✍️ ინტერვიუ / ირაკლი სვანიძე
☀️ იარე!! თუ ვერ დადიხარ ადგილზე იმოძრავე.
❓ ეხლა როგორ ხარ?
არ არსებობს მიზეზი, რაც მათქმევინებს რომ კარგად არ ვარ, ამიტომ შესანიშნავად ვარ.
❓ რა ხდება შენს თავს?
უამრავი რამ, თითქოს ნახევარი ცხოვრება გავიარე და ყველაფერი ამოტრიალდა, ინტერესები და პრიორიტეტები შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, „30_იანებში“ გადასვლა იმაზე კარგი ყოფილა ვიდრე მეგონა.
❓ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ აზრობრივად?
ალბათ რომ არა სოკრატე ამ კითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდებოდა, ამიტომ „მე ის ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“ ესაა ჩემი ეტაპი.
❓ ამ ბოლო დროს რაზე ფიქრობ ყველაზე ხშირად?
წამოწყებულ საქმეებზე და იმ უჯრებზე საკუთარ სხეულში, რომელიც ცარიელია, ემოციებით არის შესავსები.
❓ რა გინდა ძალიან?
საკუთარ თავს ძალიან კარგად ვიცნობ, ამიტომ ვიცი, რომ ხვალ იგივე კითხვაზე სხვა პასუხი მექნება :D ახლა ძალიან მინდა, რომ ჯანმრთელი იყოს ჩემი ფიზიკური სხეული.
❓ რას მიხვდი შენი ცხოვრების ამ ეტაპზე?
რომ ადამიანები დიდი სამყაროს თითქმის უმნიშვნელო ნაწილი ვართ.
❓ ადამიანებთან დაკავშირებით რას მიხვდი?
მე რომ მსოფლიოს საოცრებების სია შემედგინა დედამიწაზე 8 მილიარდი საოცრება იქნებოდა!! მხოლოდ 7_ის ნაცვლად.
❓ რა არის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი?
მიმღებლობა, მიმღებლობა და მიმღებლობა, სხვა ყველაფერი ეგოს თამაშებია, მე ასე ვფიქრობ.
❓ რა გიყვარს და მოგწონს ადამიანებში?
წინა კითხვის პასუხი ადამიანებთან დაკავშირებით ამ კითხვაზეც სცემს პასუხს, მომწონს და მიყვარს რომ ადამიანები საოცრებები არიან, მიუხედავად იმისა კეთილები არიან თუ ბოროტები.
❓ ასევე, რას აფასებ?
გულწრფელობას, სიმართლეს.
❓ დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოს რომელ დროში წახვიდოდი?
მომავალში,
❓ რა გრძელდება დიდხანს და რა გინდა რომ იყოს მარადიული?
პოზიტივი მინდა რომ გრძელდებოდეს დიდხანს ყველა ადამიანში, ცივილიზაციაში. დაე იყოს პოზიტივი მარადიული :D
❓ შენთვის რა არის ყველაზე ძვირფასი?
ჩემი საკუთარი ცხოვრება სადაც უამრავი ინდივიდი არსებობს და ეს გამოცდილებები, რასაც ახლა ამ ცხოვრებაში ვიღებ.
❓ რას ურჩევდი ადამიანებს ვინც ახლა იწყებს ცხოვრებას?
არ მოუსმინონ არავის რჩევას!! არც ჩემს ამ რჩევას!! საკუთარი გამოცდილება თვითონ შექმნან.
❓ რა გაკლია ყველაზე მეტად და რაშია გამოსავალი?
ვფიქრობ ადამიანები ისეთი არსებები ვართ, რომელსაც ყოველთვის აკლია რაღაც და ყოველთვის უნდა რაღაც, ამაშია ჩვენი კოზირიც და ჩემი აზრით, ეს ხასიათი ავითარებს ადამიანს, ამ ხასიათმა მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. გამოსავალს რაც შეეხება, არც უნდა ვეძებოთ, უბრალოდ ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ყველაზე მეტად გვენდომება.
❓ „ აუცილებელია რომ...
ყველა ადამიანი იღიმოდეს.
❓ „ ძალიან, ძალიან მინდა რომ
მიუხედავად ყველა სირთულისა რაც ცხოვრებას ახლავს, ადამიანებს არ დაეკარგოთ პოზიტივი.
❓ ფრაზა რაც ახლანდელ შენს იდეებს, აზრებს, მდგომარეობას ეხმიანება და სათქმელს გამოხატავს.
ჩემი ერთი საუკეთესო მეგობრის რჩევით ოშოს წიგნი საიდუმლოთა საიდუმლო წავიკითხე, იქ ეწერა, ესეთი მედიტაციის ტექნიკა იყო,
უნდა ჩაგეხედა სარკეში და საკუთარ ანარეკლს დაკვირვებოდი ისე, როგორც ცალკე ინდივიდს.
არ ვიცი ეს ფრაზად როგორ ვთქვა, მაგრამ ჩემს აზრებს მდგომარეობას და სათქმელს ამბობს, ალბათ ის, რომ საკუთარ თავს ვუყურებ სარკეში. ეს გამოხატავს ჩემს ახლანდელ იდეებს აზრებს და მდგომარეობას.
და კიდევ,
☀️ იარე!! თუ ვერ დადიხარ ადგილზე იმოძრავე.
-------------------------------------------------------------------------------
ინტერვიუს მეგობარი კომპანიები:
ირაკლი სვანიძე
Comentarios