top of page

Interview: Jumber Bechvaia

სიკვდილზე ფიქრის დრო სიცოცხლისთვის წართმეული დროა..

✍️ ინტერვიუ / Jumber Bechvaia


❓ როგორია თავმდაბალი ადამიანი?


''სავსე თავთავი თავდახრილია!'' რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს ცოდნა და რწმენა, მით უფრო გრძნობს, რა მცირე აქვს... ამასთან ვისაც ღირსება აქვს, სხვას ღირსებას არ წაართმევს, რადგან ვერ გექნება ორი ღირსება.


❓ რა დამოკიდებულება გაქვს სიკვდილთან?


სიკვდილზე ფიქრის დრო სიცოცხლისთვის წართმეული დროა..


❓ რისი გწამს გულის სიღრმეში?


რომ რწმენა კედელზე მიხატული ფანჯარაა...


❓ რა ფერია სიყვარული?


სიყვარული ნივთი არ არის, ფერი ქონდეს. გამჭვირვალეა, რადგან გრავიტაციაა, სულიერი გრავიტაცია.


❓ როგორია მშვენიერი, ლამაზი ადამიანი?


მაგალითად, ერთიდაიგივე ქალი არაორსულად უფრო ლამაზია და ორსულად უფრო მშვენიერი. სილამაზე აღქმის სასიამოვნოობაა და მშვენიერება შინაარსობრივი სიკარგე.


❓ რა არის წარმატების საზომი?


წარმატებულობა იზომება იმ პოზიტიური წვლილით, რაც შეგაქვს საზოგადოებრივ, საკაცობრიო საქმეში.


❓ წელიწადის რომელი დრო გიყვარს?


შემოდგომა. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცხობრების შემოდგომის ეტაპზე ვარ...


❓ საყვარელი ფრაზა..


✨ ''ადამიანი როდესაც იბადება, ის ტირის და გარშემო ყველა იღიმება, ისე უნდა იცხოვროს, რომ სიკვდილის დროს გარშემო ყველა ტიროდეს და ის იღიმოდეს''




79 views0 comments

Recent Posts

See All

Yorumlar


bottom of page