"შავის ქვეშ რა იმალება არავინ იცის"
✍️ ინტერვიუ / Kriss
❓ ცხოვრების გამოცდილებიდან, რას მიხვდი?
მხოლოდ იმას, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ყველაფერი დამსახურებულია! ყველაფერი
შენი ქმედებებიდან და სიტყვებიდან გამომდინარეა
❓ როგორია მშვენიერი ადამიანი?
დიდი ხანია არ ვაფასებ ადამიანებს გარეგნობის მიხედვით, კეთილი და ნამდვილი არის ჩემთვის მშვენიერი
❓ რომელი დრო გიყვარს?
შემოდგომა მიყვარდა, მერე ყველა დრო დავაფასე, სეზონების ცვლილება ადამიანის ცხოვრებას ხალისს მატებს
❓ რისი გწამს გულის სიღრმეში?
მწამს რომ სიკვდილის შემდეგ კიდე მოვევლინებით ამ ქვეყნად
❓ მეორედ სად გინდა რომ დაიბადო?
მაგას არა აქვს მნიშვნელობა , მთავარია ისევ ვიპოვო ის ერთადერთი
❓ რა ფერია სიყვარული?
ჩემთვის შავია.. შავის ქვეშ რა იმალება არავინ იცის
❓ დეპრესიაში რომ ვიყო რას მეტყოდი?
ლაპარაკი არ შველის, უბრალოდ გახსოვდეს, რომ გაივლის..
❓ რა არის მთავარი?
✨ ერთად დიდი ძალა ვართ და ყველაფერს შევძლებთ
#interviu #interview #interart #interct #interesse #ინტერვიუ #ინტერარტ #ინტერაქტ #ინტერესსე #kriss #kristine #ქრისს #კრისს #ქრისტინე
コメント