Interview: Shani Shunyata
- 3 days ago
- 3 min read
✍️ ინტერვიუ: შანი შანიატა
❓ შენი ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ ხარ?
ახლა მაქვს საკმაოდ ინტენსიურად ტრანსფორმაციული პერიოდი. ისეთი რამეები ხდება ახლა, რასაც მაქსიმალურად გამოვყავარ კომფორტის ზონიდან, მაგრამ ვიცი სწორ გზაზე ვარ და ამ გზას ჩემს თავთან მივყავარ. სიმყაროსკენ. ვგრძნობ რომ ჩემი ფესვები იზრდება და მეც ვიზრდები. ვსწავლობ მყარად საკუთარ საყრდენზე მდგრადობას.
❓ რას მიხვდი ცხოვრებაში ამ ბოლო დროს?
ამ ეტაპზე რაც გავიაზრე ის არის, რომ მეტად მოვუსმინო და ვენდო საკუთარ გონს. ვხვდები რომ ბევრი ლამაზი საცდურებით არის მთელი გზა სანამ მივალ იმ წერტილამდე, როცა უკვე ყველა ტყუილი გამჭირვალე იქნება და აღარ იქნება მოტყუების საფრთხე.
❓ როგორ შეაფასებდი შენს განვლილ გზას?
მადლიერებით, რადგან რა დროებაც იყო ჩემს განვლილ გზებზე ყველგან იყო ჩემთან ლმობიერება სითბო და სიკეთე. მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარი თავის და ყოვლის შემოქმედის ჩემთან მყოფობას სულ ვგრძნობდი. მადლიერი ვარ ამის.
❓ როგორ მიხვედი იმ საქმემდე რასაც ახლა აკეთებ?
ეს იყო ჩემთვის ყველაზე გარდამტეხი პერიოდი, რამაც ეს განაპირობა. სამ წლიანი ჩაკეტილობის პერიოდში დაიწყო ამ თესლმა გაღვივება. ოთხ კედელში უზარმაზარი სამყარო დავინახე. ყოველი დღე იყო დისციპლინით და სიყვარულით განვლილი. სადაც მარტო მე და მე ვიყავით და ყოველი დღე კრეატიულობით და ჯადოსნურობებით იყო სავსე. ისე როგორც დღეს, მაგრამ ყოველთვის ფორმას იცვლის ეს მდგომარეობები, და ზუსტად რომ ეს არის საინტერესო.
❓ როგორი ადამიანი ხარ, რა გამოძრავებს შინაგანად, როგორ აღწერდი?
ჩემი თავი ამ მდგომარეობაში მოკლედ რომ აღვწერო ამას ვიტყვი: მე ვარ ადამიანი, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში ხავსმოკიდებულ ქვაზე რომ დატოვო იქაც სიყვარულით და კრეატიულობით გაიკვლევს გზას.
❓ რა არის შენი ცხოვრების მიზანი?
შენარჩუნება და გაზიარება სიყვარულის და ბედნიერების. ღმერთის შეგრძნება და არ დავიწყება.
❓ რა გინდა რომ საკუთარი თავისგან შექმნა?
აქ კი რაიმე კონკრეტული არ მაქვს, რადგან ასე უფრო საინტერესოა ჩემთვის, რომ უკიდეგანო სამყარომ მატაროს და მზარდოს.
❓ რა არის შენთვის ადამიანობის იდეალი?
აქ ერთი სიტყვით შემოვიფარგლები “ სიმარტივე”.
❓ რას აფასებ მეგობრობაში, რას ნიშნავს შენთვის მეგობრობა?
🌞 აი გულიდან გულში, ორივე რომ დაინახავენ ერთმანეთს ეს არის მეგობრობა.
❓ რა არის ის, რაც გაკლია ცხოვრებაში ახლა?
მოთმინება, ცოტა სიფხიზლე და სიმამაცე. მაგრამ ვიცი, რომ ეს პროცესია. სრულიად ვარ მინდობილი ჩემზე და ყოველივეზე, რომ უფრო დიდი და სავსეა სინათლით.
❓ რა გიყვარს და რა აღგაფრთოვანებს ცხოვრებაში?
ძალიან ბევრი რამე, მაგალითად გაზაფხულზე ტყემლის ყვავილების სუნი რომ მომვარდება უცებ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე უეცრად ბედნიერი ვშეშდები და ვტკბები ამით.
❓ რთული პერიოდი ბოლოს როდის გქონდა და როგორ გადალახე?
ხშირად არის ხოლმე რთული პერიოდი და ამ დროს ბევრს ვშფოთავ ხოლმე, ძალიან ბევრს ვფიქრობ, ქაოსური ვხდები, მაგრამ როგორც კი დავიღლები, ვჩერდები და მაშინვე ლაგდება ყველაფერი. ამიტომ აღვნიშნე ზემოთ კითხვაში რომ ცოტა სიფხიზლე მაკლია.
❓რას ეტყოდი იმ ადამიანებს ვინც ახლა თავს ცუდად გრძნობს და ეგზისტენციალური კრიზისი აქვს?
ვეტყოდი რომ წამით გაჩერდნენ და შეხედონ საკუთარ თავებს და გულიანად გაიცინონ, რადგან ცოტა იუმორსაც კი იმხელა ძალა აქვს, რომ შეიძლება დიდი ხნის მტრობაც კი მშვიდობიანად დაასრულოს.
❓ რაში ხარ ყველაზე თავდაჯერებული?
აქ რაიმე კონკრეტულს ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველთვის, როცა არის რაღაც ჩემი გასაკეთებელი და ეჭვი მეპარება, არასდროს ეჭვებს ამ მომენტში არ ვანიჭებ უპირატესობას. მაშინვე სვლას ვაკეთებ, თითქოს შიგნიდან ძალიან ხმადაბლა გრძნობა ჩნდება რაც შიშს და ეჭვებს მიფანტავს. ასე სპონტანურად გამოდის ყველაფერი იდეალიურად, რამდენადაც იმ მომენტში შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.
❓რა არ მოგწონს ხოლმე ადამიანებში ან რას აფასებ?
ბავშვობიდან გული მიმიწევდა გონიერი ადამიანებისკენ, რომლებსაც შეუძლიათ მოსმენა, გააზრება და მერე ამ სიღრმიდან საკუთარი აზრის გაზიარება. მე ამას სიბრძნეს ვეძახი. ადრე არ მომწონდა ხოლმე ბევრი რამე, მაგრამ ახლა ამ ყველაფერმა ჩემს აღქმაში ფორმა იცვალა და პირიქით თანავუგრძნობ ხოლმე. არა მართალია, ზოგჯერ მავიწყდება და განვიკითხავ, მაგრამ სიტყვას სანამ დავასრულებ, მანამ მახსენდება თანაგრძნობა და გული მეკუმშება ხოლმე.
❓ შენ რა იპოვე ცხოვრებაში ან შენს თავში ყველაზე ფასეული და ძვირფასი?
ის აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის შეიძლება ყველგან გამოანათო და ამისთვის არ არის საჭირო სირბილი მარათონზე. რადგან ზღაპარში ვცხოვრობთ, სადაც შეგიძლია იყო თავისუფალი, რადგან შენს შიგნით რაც არის და გარეთ ვლინდება აი იმ სიღრმიდან ვართ თვისუფლები.
❓ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება შენს ცხოვრებაში?
პირველად როცა 18 წლის ქვეყნიდან გავედი და მარტო დავრჩი, ეს იყო საოცარი და საინტერესო. მაშინ პირველად მივხვდი, თუ როგორი პატარა რაღაცეებით შეიძლებოდა ვყოფილიყავი კმაყოფილი და ბედნიერი.
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა.
გენიალურობა სიმარტივეშია.
❓ გაქვს რაიმე დიდი ოცნება?
კი, მინდა სახლი, ლამაზი ეზოთი, ლამაზ ბუნებაში, სადაც მე და ჩემი ტკბილი ოჯახი ვიცხოვრებთ ბედნიერად. და იგივე სახლში მექნება საკუთარი სივრცე, სადაც ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ.
❓ თუ გაქვს შენი მეთოდი სურვილების ასასრულებლად რომ გამიზიარო?
შრომა საკუთარ თავზე პირველ რიგში, უფრო დავკონკრეტდები და ვიტყვი დაკვირვებაში, გრძნობაში და გააზრებაში მუშაობა, რაც ჩემი აზრით ხელს უწყობს იმას, რომ შენი აწმყო იცხოვრო ისე და მომავალი შექმნა ისე, რომ არ დაცარიელდე.
❓ როცა ცუდად გრძნობ თავს, რას ეუბნები საკუთარ თავს ან რას აკეთებ ხოლმე?
ამოვთქვამ და ვწუწუნებ:) მერე თავისით გამირბის ყურადღება სხვა რამისკენ ან ემპათია მერთვება და ჩემ თავს ვეხუტები ხოლმე. და როცა აღმოვაჩენ, რომ აღარ ვგრძნობ თავს ცუდად, მიხარია:)))
❓ როგორ გაამხნევებდი სხვა ადამიანებს, ვისაც ეხლა ეს სჭირდება?
🌞 მოეფერეთ საკუთარ თავებს, რადგან ის სითბო, სიყვარული და თანაგრძნობა, რაც შეიძლება რომ სხვისგან მივიღოთ ჯერ ჩვენშია. და რომ თესლი ჩვენში არ არსებობდეს ვერაფერი გაიხარებდა აქედან.
❓ და ბოლოს რას მეტყოდი მე?
მიყვარხარ….
Interview: Shani Shanyata

.png)



Comments