top of page

Interview: Mariam Kitiashvili

Updated: Jan 24, 2020

✍️ ინტერვიუ / მარიამ ქიტიაშვილი


❓ გუშინდელ დღეში რას შეცვლიდი?


მეტს შევბედავდი სამყაროს და საზოგადოებას.


❓ დახუჭე თვალები და მითხარი რა დაინახე


მცდელობა, რომ რამე დამენახა.


❓ ცეკვა...


რამდენჯერ მიცეკვია დარდიანს და ჩემი დარდისთვის მიმიძღვნია ჩემივე მოძრაობა. ცეკვა საკუთარი გრძნობისთვის მირთმეული ძღვენია.


❓ ადამიანი იბადება...


იმისთვის, რომ თქვას თავისი სიტყვა. იქამდე ნახოს, ისწავლოს, წაიქცეს და წამოდგეს, შეიყვაროს, გასცეს და მიიღოს - უნდა იცხოვროს. ხშირად მიფიქრია, სამყაროს თითქოს გაშლილი აქვს ხელები და გვაჩვენებს ყველაფერს რაც აქვს და შეუძლია მოგვცეს, ჩვენ ვუყურებთ და ვხვდებით, რომ თუ გვინდა სიყვარულამდე მივიდეთ, მზრუნველობა უნდა ვისწავლოთ და ა.შ. ასე ვიზიდავთ ერთმანეთს, ცხოვრების პროცესში იმ სიტყვასაც ვპოულობთ, რომელიც მხოლოდ ჩვენია, ვამბობთ მას და სამყაროსთან ვალიც მოხდილია.


❓ ადამიანად ყოფნა...


თანაგრძნობაზეა აგებული. თუ შეუძლია რაიმე გრძნობის თანა იყოს, თანაიგრძნოს ჭირი და ლხინი, სამყაროს მისი იმედი ექნება..


❓ გამხნევების საუკეთესო მეთოდი..


ერთი ღუტუნი ყველას აცინებს ^^


❓ ვხვდებით...


რომ შეცდომების დაშვება მოკვდავთა ხვედრია.


❓ რაზე ოცნებობენ ადამიანები?


სიამოვნების სურვილი წარმოშობს ოცნებას. სხვა დანარჩენი გეგმებია.


❓ რა გვსურს სინამდვილეში ყველას ჩვენ?


დაფასება.


❓ საყვარელი ფრაზა...


✨ „ყოველთვის საჭირო დროს და საჭირო ადგილას ხარ“

28 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page