top of page

Interview: Nana Aroshidze

✍️ ინტერვიუ / ნანა აროშიძე


☀️ თუ გინდა, გქონდეს რამე ისეთი, რაც ჯერ არასდროს გქონია, გააკეთე რაღაც ისეთი, რაც ჯერ არასდროს გაგიკეთებია.


როგორი ბავშვი იყავი?


ძალიან მშვიდი და დამჯერი ბავშვი ვიყავი, მგონი ცოტა საწყალიც ფოტოებში ასე ჩანს. იმ დროიდან მიყვარს ეტყობა სიმშვიდეში ცხოვრება.


რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?


არ მახსოვს მართლა, არ მქონია ესე ოცნება რაზეც ვლაპარაკობდი.


რა გიყვარს ძალიან? შენს ცხოვრებაში რა გიყვარს?


მრავალფეროვნება მიყვარს, ყველაფერში. თვითონ სიცოცხლესაც ეგ მაყვარებს, მუდმივად სხვადასხვა თავგადასავლები და თუნდაც რუტინაში ყოველდღიურად რამე ახალი სილამაზის ძებნა.


რას ეუბნები ხშირად საკუთარ თავს?


ვაქებ ხოლმე აი, რაღაც პატარა საქმესაც რომ გავაკეთებ, ვეუბნები: ასე, ყოჩაღ! ეგ მერე სტიმულს მაძლევს, რომ გავაგრძელო შრომა.


რა არის შენთვის ცხოვრებაში მთავარი?


სიმშვიდე ისეთ გარემოში ცხოვრება და საქმიანობა, სადაც მშვიდად ვგრძნობ თავს.


რას მიხვდი?


რომ როცა სხვების აზრს ივიწყებ, მაშინ იწყებ ცხოვრებას, სილაღეს.


რა არის შენი ყველაზე დიდი ბედნიერება და რისი მადლიერი ხარ?


ჩემთვის ბედნიერებაა ჩემი ოცნებისთვის შრომა და მადლიერი ვარ, რომ ილოს ჭიშკარს ჩემი ფეხით მივადექი შარშან ამ დროს და ისეთი ადამიანი მყავს გვერდით, ვისთან ერთადაც ამ ოცნებისკენ მივდივარ.


რა გაძლევს ძალას და მოტივაციას?


ჩემი მომავალი, რომელსაც ისე ცხადად ვხედავ, თითქოს იქ ვარ უკვე.


რას ეტყოდი ადამიანებს?


სხვას არ შეადარონ თავიანთი ცხოვრება სიმშვიდე აქედან იწყება.


როგორ გაუძელი რთულ პერიოდებს? რა დაგეხმარა?


იმედიანი ვარ. როგორი რთული პერიოდიც არ უნდა მქონდეს, ყოველთვის მახსოვს, რომ დროებითია და გაივლის.


რისი გეშინია?


ჩემს ახლობლებს არ დაემართოთ რამე ცუდი თორემ ისე არაფერი მახსენდება.


რას ეტყოდი საკუთარ თავს ბავშვობაში?


არ ვიცი, მართლა ვერაფერს ვფიქრობ ჩემს ბავშვობაზე


მითხარი შენი საყვარელი ფრაზა...


☀️ თუ გინდა, გქონდეს რამე ისეთი, რაც ჯერ არასდროს გქონია, გააკეთე რაღაც ისეთი, რაც ჯერ არასდროს გაგიკეთებია.



ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან


----------------------------------------------------------------------

Nana Aroshidze

73 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page