✍️ ინტერვიუ / ნატალია ჯიქია-გაგნიძე
❓ ძირითადად როგორ გრძნობ ხოლმე თავს?
ამინდივით. კი მინდა ვთქვა, რომ პოზიტიურად, მაგრამ დამოკიდებულია ბევრ უცნაურ ფაქტორზე, რომელთაგან კარგი ძილი პირველ ადგილზეა 😊
❓ ახლა როგორი პერიოდი გაქვს, როგორ აღწერდი?
ძალიან საინტერესო, ალბათ, ყველაზე ცოცხალი და მნიშვნელოვანი პერიოდი მაქვს, მე მგონი, ცხოვრებაში პირველად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი არსებით ვგრძნობ ამ ფრაზას - „იყავი აქ და ახლა.“
❓ ძირითადად რა გრძნობაში ხარ ხოლმე?
სიყვარულში, შინაგან შემეცნებაში, ბრძოლებში - ერთი სიტყვით, რაღაც შიშებთან საუბარში.
❓ დღის განმავლობაში გაქვს რაიმე საკრალური რიტუალი ან ჩვევა, რაც ძალიან შენია და აუცილებელი შენთვის?
სუნთქვა... სუნთვქა და მასზე ფოკუსირება.
❓ საკუთარ თავთან როგორ დამოკიდებულებაში ხარ?
ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, მართალია, პერიოდულად ვაკრიტიკებ, მაგრამ სიყვარულით სავსვე სითბოს საბანას ვაფარებ მერე ზემოდან 😊
❓ რა გიყვარს ამქვეყნად ყველაზე მეტად?
ჩემი ცხოვრება ამ სამყაროში, ჩემს პატარა-დიდ ოჯახთან ერთად
❓ რაში იპოვე ბედნიერება?
თვთშემეცნებაში, იმ ფანტასტიურ გზაში, რომელიც დაუსრულებელია და სავსეა სიხარულით და უცნაური თავაგადასავლით, რომელიც ხან გატირებს ამ ყოველი წამის სიმძაფრით, ხან ისეთი დიდი სიყვარულის ემოციით გავსებს, რომ გგონია, გასკდები, ბუხ!
❓ მესაუბრე ცოტა, - ბედნიერებაზე
ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია, მე მაბედნიერებს ის, რომ ხანდახან მაინც ვარ „აქ და ეხლა“ და ამას სრულად ვაანალიზებ, მთელი ჩემი მეთი...
❓ მესაუბრე ცოტა სიყვარულზე, მაინტერესებს შენი აღქმა სიყვარულის მიმართ
ოო, სიყვარული ეს უძლიერესი ენერგიაა, ის გვამოძრავებს, ამოძრავებს ამ სამყაროს,
✨ წარმოუდგენლად ძნელია გიყვარდეს ვინმე, ანუ გიყვარდეს შენი თავი, რადგან სიყვარული უდიდესი თავისუფლებაა. გიყვარდეს - ნიშნავს მისცე უფლება დიდხანს ეძინოს 😊 ... მისცე მას სრული თავისუფლება მიიღოს ის გამოცდილება ცხოვრებიდან რაც მის სულს სურს, თუნდაც ეს მას საშინელ ტკივილს ანიჭებდეს.
❓ რა გგონია, რა აქვს ადამიანს ყველაზე ძვირფასი, რა გააჩნია?
მისი სული. ( არ ვიცი ეს როგორ ავხსნა, მისი შინაგანი მე, ის სინათლე, რომელიც ანათებს მასში, ესაა ყველაზე ძვირფასი)
❓ რა არის ის, რასაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ?
ერთმანეთს.
❓ რას ეტყოდი 18 წლის ნატას?
ჩავეხუტებოდი, ვეტყოდი, რომ ყველაფერი ძალიან კარგადაა და ყველა ის ნაბიჯი, რასაც გადადგამს, სწორია, რადგან ასე იქმნება ის ულამაზესი გზა, რომელსაც მიყავხარ საკუთარ თავთან.
❓ როგორ ფიქრობ რისთვის დაიბადე? რისთვის ვიბადებით?
მატერიალური გამოცდილების მისაღებად და იმის გასახსენებლად, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული (ანუ ღმერთი).
❓ მაინტერესებს, სევდიან და რთულ პერიოდებში, როგორ ექცევი ამ დროს შენ თავს, როგორ გამოგყავს ან რას აკეთებ, რას ეუბნები ხოლმე?
ისუნთქე, ყველაფერი კარგადაა, ისუნთქე, ეს მხოლოდ ეს რელობაა, შენ მხოლოდ აქ არ ხარ.
❓ რა დგას ცხოვრებაში ყველაზე მაღლა?
სიყვარული ღვთის მიმართ.
❓ რას ისურვებდი?
ჩემი გულის ჩაკრის უფრო და უფრო ლამაზად გახსნას.
❓ რას უსურვებდი ადამიანებს?
საკუთარი თავის პოვნას.
❓ გაქვს საყვარელი ფრაზა?
ნახე რა ხდება... ნახე რა მომენტია... ნატუკა ფსიქოლოგის ფრაზები 😊
ინტერვიუს პარტნიორია _ თანთანი
Natalia Jiqia-Gagnidze
コメント