top of page

Interview: Nati Lekishvili

✍️ ინტერვიუ / ნათი ლეკიშვილი


როგორ ხარ ეხლა? რა პერიოდი გაქვს ცხოვრების?


ახლა კარგად ვარ. გარდამავალი და სიახლეებით სავსე პერიოდი მაქვს.


რამ შეცვალა შენი ცხოვრება ფუნდამენტურად?


გამოწვევებმა რომლებმაც მიბიძგა ცვლილებებისკენ.


რას ეუბნები საკუთარ თავს ხშირად?


შენ სარ სინათლე, შეასრულე შენი მისია.


რა გიყვარს საკუთარ თავში განსაკუთრებულად?


ძალიან ბევრი რამ. განსაკუთრებით კი სიყვარულის უნარი.

 

რისი გჯერა გულის სიღრმეში?


მჯერა, რომ ადამიანს აქვს უშრეტი შესაძლებლობები და მისი მისიაა აღმოაჩინოს ეს საკუთარ თავში.


რა არის შენი აზრით მარადიული?


სულის სიცოცხლეა მარადიული.


სიცოცხლეში რა გიყვარს?


სიცოცხლეში მიყვარს ცხოვრებით ტკბობა, პატარა, ვითომ უმნიშვნელო მომენტებით.


რა განიჭებს დიდ სიამოვნებას?


ბუნება, მოგზაურობა, მუსიკა, იოგა და მედიტაცია.


როგორია შენი ცხოვრება, როგორ აღწერდი?


ჩემი ცხოვრება გავს რამოდენიმე ცხოვრებას ერთ ცხოვრებაში. მუდმივ საინტერესო ცვლილებების ციკლს რომელშიც სხვადასხვა ადამიანი ვარ და თან ერთი. სიახლეებისა და აღმოჩენების საოცარ მოგზაურობაში თავისი ყველა ემოციებიით რაც ადამიანს აქვს. სინათლისა და ჭეშმარიტების ძიების დაუღალავ პროცესს.


რთული პერიოდები როგორ უნდა გადაიაროს ადამიანმა?


რთული პერიოდი არის ცვლილებების გზა რომელიც უნდა მიიღოს ადამიანმა როგორც განვითარების და წისვლის ბუნებრივი პროცესი. ადამიანმა უნდა შეხედოს ამ გამოწვევას როგორც შესაძლებლობას რომელსაც გამოიყენებს ზრდისთვის. ვიცი როცა პირისპირ ვხვდებით სირთულეებს რთულია ამაზე ფიქრი მაგრამ უნდა შეყოვნდეს და დასვას კითხვა რას მასწავლის სამყარო ამ მოცემულობით? როგორ შეიძლება ეს გამოვიყენო ჩემს სასარგებლოდ. ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება არის ჩვენს მიერ გამოწვეული

არაცნობიერად და პასუხებიც ჩვენშია. ისეთი სირთულე კი არასოდეს გვეგზავნება რის გასამკლავებლადაც არ ვართ მზად.


რა გიყვარს ადამიანში?


ადამიანში განსაკუთრებით მიყვარს მისი სისუფთავე, ეგოს გარეში ყოფნა, მისი ლაღი, ბავშვური საწყისი ბუნება.


რა უნდა იყოს ურთიერთობაში, რომ თავი ძალიან კომფორტულად იგრძნო?


ნდობა, უსაფრთხოება, საერთო ხედვა, ძლიერი სიყვარული და ერთიანობის გრძნობა.


გამიზიარე შენი საყვარელი ფრაზა..


☀️ მე ვარ ის ვინც ვარ და ეს საკმარისია.



-------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან


Nati Lekishvili


93 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page