top of page

Interview: Natia Demurishvili

"მეოცნებენი გუბურაში ვარსკვლევებს ხედავენ"

ინტერვიუ / Natia


- მითხარი რამე, ნიჭის და ძიების შესახებ..


ძიება ბევრისთვის თავის დამკვიდრებით მთავრდება.. ბევრისთვის არც მთავრდება...ნიჭი ბედნიერებაა.. განგების საჩუქარი.. მაგრამ ვფიქრობ, შრომისმოყვარეობა კიდევ უფრო დიდი ნიჭია..


- რისთვის იბადება ადამიანი?


ვიღაც - მზეს ატარებს გულით, ვიღაც - სულმოკლეა.. ეს ადამიანის არჩევანია. მე თავისუფალი ნებელობის მჯერა.. მჯერა ყველა თავად ირჩევს გზას და ქმნის თავის ცხოვრებას..


- რას ფიქრობ ბედისწერაზე?


მთელი გულით მინდა, რომ მხოლოდ თავისუფალი ნების მჯეროდეს, მაგრამ ხანდახან, რაღაც მოვლენები დაგაფიქრებენ, რომ საკუთარ ცხოვრებას ბოლომდე ვერ განაგებ.


- რა აკლიათ დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად?


ძალიან მოდურია საუბარი, რომ ადამიანებს აკლიათ სიკეთე.. სიყვარული.. თანაგრძნობის უნარი...ის ამბავი როგორ არის? მეოცნებენი გუბურაში ვარსკვლევებს რომ ხედავენ..? ასე ვარ მეც, ირგვლივ ნათელი ფერების დანახვა მირჩევნია..


- კითხვა რაც არასდროს გასვენებს?


რობაქიძე ამბობს: „ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერის საკუთარ პერანგს, გახდილსა და გადაგდებულს“... რაც მეტს იხედება ადამიანი უკან,მით უფრო უჭირს მას წინ გახედვა, ამიტომ, მხოლდ წინ!


- როგორ უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის?


არის მომენტები, როცა საერთოდ კარგავ საკუთარი თავის რწმენას, მომავლისაც, გვერდში მყოფებისაც.. ასეც ხდება ხოლმე..გამოცდილება გვასწავლის ყველაფერს.


- როგორია შენთვის მშვენიერი ადამიანი?


ზოგჯერ, შეხედავ სრულიად უცნობს, და მის თვალებში მზეს ხედავ.. მიყვარს მზით და სიკეთით სავსე ადამიანები..


- საყვარელი ფრაზები..


„ათასობით ლიეს სავალი გზაც კი პირველი ნაბიჯით იწყება“ - (ლაო ძი) „ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია..“ (გალაკტიონი)




11 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page