top of page

Interview: Nazi Tamliani

✍️ ინტერვიუ / ნაზი თამლიანი


რა არის სიყვარული?


სიყვარული ცხოვრებაა, მომავალია, შვილებია.


სად მიდის ადამიანი სიკვდილის შემდეგ?


მემგონი არსად არ მიდის, სიზმარია ყველაფერი, თუ რამე არსებობს სხვაგან ალბათ ისიც სიზმარია, ეს ცხოვრებაც ალბათ სიზმარია,


რისთვის ცხოვრობს ადამიანი?


ცხოვრება რთულია, ძალიან რთულია, უნდა გადალახო. ადამიანს ბევრი ცუდი შეემთხვევა, უნდა გაუძლო. ღმერთი მოგვივლენს ცუდსაც და კარგსაც.


ღმერთი ცუდს რატომ გვივლენს?


ერთი ღმერთი ბოროტია, მეორე ღმერთი კეთილია, თუ ერთი ცუდს მოგივლენს, მეორე გიშველის.


ღმერთი ორია?


ღმერთი ორია კი, და ყველას კი არ უნდა დაუჯერო, სიყვარულს გაყევი რომ ბედი არ დაკარგო.


როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა?


ადამიანი უნდა გიყვარდეს.


65 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page