top of page

Interview: Nina Iakobishvili

"გახსოვდეს სიკვდილი, ეს ყოველთვის ძალას მოგცემს"

ინტერვიუ / Nina 20 წლის


- პირველი სიყვარული..


ყვავილობას გავდა..


- რა არის ბედნიერება?


დღეს მე წვიმამ მომანიჭა ბედნიერება, ვსეირნობდი, ვტკბებოდი.. ბედნიერება წამების შენეული აღქმაა


- რისი გეშინია ცხოვრებაში?


მეშინია რომ დავიღლები და ბრძოლის უნარს დავკარგავ. ბრძოლა ყოველ დღე, ყოველ წამს, ყოველ წუთს ჰაერივით სჭირდება ადამიანს, რომ გაიზარდოს


- რისთვის ღირს სიცოცხლე?


სიყვარულისთვის! - ეს მრავალფეროვანებაა, რომლისთვისაც სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც


- რას ეტყოდი ადამიანს ვინც დეპრესიაშია?


დეპრესია უბრალოდ ადგილია საიდანაც მარტივად შეგიძლია ადგე და გამოხვიდე. ბარგი უნდა ჩაალაგო და მიატოვო ის ხალხი და ის გარემო, რაც შენთან წინააღმდეგობაშია და გაიქცე იქ, სადაც შენი სულის შვებაა


- როგორია შენთვის ძლიერი ადამიანი?


ცხოვრება სადღაც აუცილებლად დაგვიკარგავს იმედს, ძალას, ადამიანობას, გაგვაეგოისტებს, გაგვანადგურებს, გაგვთელავს.. ძლიერია ის, ვინც პოულობს მიზეზს სიცოცხლე განაგრძოს


- ფრაზა რომელიც გიყვარს..


”გახსოვდეს, რომ სიკვდილი გელის”.. ეს სიტყვები შესისხლხორცებული მაქვს, სიკვდილზე ფიქრი ყოველთვის თან დამაქვს. ესაა ფორმულა რაც ძლიერს მხდის, თუ მისი არსებობა ყოველთვის გახსოვს, შეუძლებელია რამის გეშინოდეს..




18 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page