top of page

Interview: Nina Schönhoff

✍️ ინტერვიუ / ნინა შონჰოფი


ნინა როგორ ხარ, რა ეტაპს გადიხარ შენს ცხოვრებაში?


ეხლა ყველაზე ტრანსფორმაციულ ეტაპს გავდივარ ცხოვრებაში და ეს ძალიან მომწონს. არ არის ადვილი, მაგრამ მე სირთულეების არ მეშინია. მითუმეტეს როცა ამ სირთულეების გადალახვას ექსპონენციალური პიროვნული ზრდა მოყვება.


როგორ მოხვედი აქამდე?


რთულად. საკუთარი თავის ძიებაში და საკუთარი ძალის ძიებში.


რა იყო რთული შენს გზაზე?


ბედნიერების ძიება, მაშინ როცა ქვეცნობიერად ტანჯვა მინდოდა.


ახლა რომ გადაავლებ თვალს, რას ფიქრობ, რას იტყოდი?


ვიტყოდი რომ ყველა გამოცდილება საჭირო, იყო რომ აქამდე მოვსულიყავი და სხვა ადამიანების დახმარება შემძლებოდა.


რამ გაგაძლებინა?


ადამიანებმა. ოცი წლის როცა ვიყავი, ჩემი შვილი, ირაკლი მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და სიყვარული მასწავლა. ოცდაათის როცა ვიყავი, ჩემი ქმარი, ანდრეას შონჰოფი, რომელმაც იმდროინდელ არასტაბილურ რთულ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაში ძალა მომცა და ფაქტიურად გადამარჩინა..


რისი გწამდა ხოლმე რთულ პერიოდებში?


იმის რომ არ უნდა გავჩერდე და როდისმე მართლა გავიგებ, სამყარო როგორ არის მოწყობილი.


რა იყო ძალიან გარდამტეხი შენთვის რასაც ცხოვრების ან სამყაროს შესახებ მიხვდი?


ძალიან გარდამტეხი იყო, როდესაც მივხვდი, რომ ყველაფერი მე ვარ და გარეთ სამყარო უბრალოდ ჩემი შინაგანი მდგომარეობის სარკეა.


როგორ ფიქრობ, რა იცი?


ვიცი რომ არასდროს არ უნდა გაჩერდე. საკუთარ ყველაზე ძლიერ შიშებს თვალებში უნდა ჩახედო და მეორე მხარეს დიდი პიროვნული ზრდა და სიმშვიდეა.


შენთვის როგორია ეს ცხოვრება?


თავგადასავლებით სავსე და საინტერესო.


რა არის შენი შინაგანი სიბრძნე?


მთავარია საკუთარი თავი არ მოატყუო.


ბედნიერი ხარ? რა არის შენი ბედნიერება?


ბოლომდე ჯერ არა, ჯერ კიდევ არის ჩემში რაღაც, რასაც დროდადრო უნდება რომ დაიტანჯოს, მაგრამ სულ უფრო და უფრო იშვიათად. თუმცა როცა ადამიანები მეუბნებიან რომ მათთვის რაღაც პოზიტიურისკენ შევცვალე, მაშინ ძალიან ბედნიერი ვარ.


რა არის ადამიანისთვის მთავარი შენი აზრით?


იმის მიხვედრა, რომ ყველა საკუთარი პრობლემის სათავე თვითონაა.


რა არის შენი საყვარელი ფრაზა?


ერთი ამოჩემებული ფრაზა არ მაქვს, რადგანაც მუდმივად ვიცვლები და ვტრანსფორმირდები. რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ამ ბოლო დროს ხშირად ვიძახი ''მაგარია დედამიწაზე!''.



-------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან

 



121 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page