top of page

Interview: Sofiko Erkoteli

✍️ ინტერვიუ / სოფიკო ერკოტელი


☀️ "ჯერ უნდა დაცარიელდე, რომ ხელახლა შეძლო შევსება"


რას გრძნობ?


უზომოდ დიდ მადლიერებას და სიმშვიდეს, #წინდიდიგზააა


რა თემაზე გიჭირს საუბარი?


საკუთარ სისუსტეზე, საკუთარ შიშებზე,


რა ფიქრები გტანჯავს ხოლმე?


საკუთარი თავის ვერ გაგების და მისი დაკარგვის.

ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანა ეს პროცესი, მაგრამ პარალელურად რაც უფრო მეტად იაზრებ და უახლოვდები შენს ნამდვილ “მე“-ს , ასე მგონია უფრო მეტად გრძნობ თავისუფლებას, აი სწორედ მისი დაკარგვის შიში შეიძლება მქონდეს მომენტებში.


ამ ხნის მანძილზე, რას მიხვდი, რისთვის ღირს ცხოვრება? შენი ცხოვრება?


განსხვავებული შეხედულებები მქონდა ალბათ ყველა ასაკში ცხოვრებაზე, ბავშობაში უბრალოდ დიდობა მინდოდა და დიდურად მოქცევა იყო უკვე ცხოვრება, მერე იზრდები, ყოველდღიურად აღმოჩენებს აკეთებ, ირჩევ პროფესიას, ირჩევ მეგობრებს, მოგზაურობ, ეცნობი სამყაროს და ფიქრობ რომ ეს მრავალფეროვნებაა სწორედ ცხოვრება.


მაგრამ ახლა ჩემე ცხოვრება რამდენიმე რამედ ღირს, ეს არის ჩემი ოჯახი პირველ რიგში და ჩემი არსებობით თუნდაც მინიმალური სიკეთისკენ შეცვლა, როგორც საგენების ასევე მოვლემების.


სინამდვილეში რისი გჯერა?


მინდა ძალიან მჯეროდეს, რომ მჯერა საკუთარი თავის


რამდენი წლის სოფიკო გენატრება და რა გენატრება შენში?


ყველაზე ხშირად ალბათ ჩემი 10 წლამდე ბავშობის მოგონებები, როცა ჩემი საყვარელი საქმიანობა სკოლის ან ბაღის მერე მიწაში განძის ძიება იყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოქროს ვიპოვიდი და ასევე ვაჯერებდი ყველას, რომ სიზმარს ვხედავდი სადაც მეუბნებოდნენ სად იყო თამარ მეფის საფლავი და მერე სხვადასხვა ადგილების თხრას ვიწყებდი.:)


მოკლედ, ჩიჩქნა სულ მიყვარდა და მენატრება ეს გოგო, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ

მნიშვნელოვანი რამეები გარედან დაფარულია ხშირად.

რომელ დროში ცხოვრობ უფრო?


ზოგადად ძალიან მიჭირდა სულ აწმყოთი ცხოვრება, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვსწავლობ, იმის მიუხედავად, რომ საინეტერსოდ ვითარდება სამყარო, მაინც მომინდებოდა წარსულში მეცხოვრა, არ ვიცი რატომ, რაღაცაირად ძალიან მენამდვილება წინა ეპოქები, ჩვენი დროებისგან განსხვავებით.


რას ფიქრობ საკუთარი თავის შესახებ?


#წინდიდიგზამაქვს, ასევე, ვაფასებ და პატივს ვცემ ჩემს, ყველა ნაბიჯს ცხოვრებაში. ამან ძალიან გამზარდა.


ვინ ხარ იცი?


ჯერ ბოლომდე არა, მაგრამ ის ვიცი ვინ მინდა ვიყო.


რა გაგაჩნია ყველაზე ძვირფასი?


ჩემი თავი, ოჯახი, საყვარელი ადამინები და ჩემი ძაღლი.


როგორ ფიქრობ რისთვის ღირს სიცოცხლისთვის ბრძოლა?


ადრე ყოველთვის მომწონდა თავგანწირვები და რადიკალიზმი ყველაფერში,

ახლა ალბათ გავიზარდე, ვფიქრობ, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი ბრძოლის საგანია, როგორც პირადი ასევე სოციუმის.


თუ ბედნიერება არჩევანია, რატომ უნდა აირჩიოს ის?


კი ბედნიერება, ნამდვილად არჩევანია და ეს საკუთარი ცხოვრებით გამოვცადე.


ყველა ჩვენგანი სიკეთისთვის გაჩნდა, ასე მწამს, უბრალოდ სამყაროში ძალიან ბევრი ცდუნება არსებობს და გვიჭირს სწორედ დავინახოთ რატომ გვჭირდება ბედნიერების არჩევა.


სწორედ აქაა გადამწყვეტი ფიქრი, ირჩევ და ხარ, ან უბრალოდ არ გინდა და სამყაროს ყველა სიკეთეს უშვებ ხელიდან...


საყვარელი ფრაზა.


☀️ შენ ყველაფერი შეგიძლია...


დაასრულე ფრაზა...: „რომ შემეძლოს.....


შიშის შიში არ მექნებოდა..


დაასრულე ფრაზა....: „ვისურვებდი რომ....


ადამიანებმა აირჩიონ სიკეთე და ბედნიერება.


------------------------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი და მეგობარი კომპანიები:



სოფიკო ერკოტელი

202 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page