top of page

Interview: Tam Zarkua

✍️ ინტერვიუ / თამ ზარქუა


🌞 გამარჯობა მეგობრებო ... დღეს ახალ მოგზაურობას ვიწყებთ.

❓როგორ ხარ? თავს როგორ გრძნობ?


თუ ღმად ჩავდივარ თავში იქ მხოლოდ სიმშვიდეს გვრძნობ.  აი, როცა  დაჯდები, გაჩუმდები და ყურს უგდებ საკუთარ თავს. მაგრამ, როცა ყოველდღიურობის სხვადასხვა ნაკადებში ვარ ჩართული, სხვადასხვანაირად. აი ახლა ამ წამს, კმაყოფილი და აჟიტირებული იმით, თუ რას მიმზადებს სამყარო.


❓გადაიარე რთული პერიოდები?


ყველაზე რთული და ბნელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში მაინც დეპრესიის დაახლოებით 6 წელი იყო, არასდროს ვისურვებ იქ დაბრუნებას. მადლობა სამყაროვ, საკამრისი იყო.


❓ეხლანდელ ეტაპს რას დაარქმევდი?


მიღწევების ეტაპს.


❓ყვავილებს უფრო გრძნობ შენში თუ სტიქიებს?


სტიქიებს.


❓როგორი ადამიანი ხარ, როგორ დაახასიათებდი თავს?


მე მომწონს ჩემი თავი, ჩემი ბნელი მხარეებით. ვცდილობ ნაკლები ზიანი მოვუტანო თავს და სხვებს. დავახასიათებდი, როგორც შემოქმედებით და მიზანსრაფულ ადამიანს.


❓დაასრულე ფრაზა:


გამარჯობა მეგობრებო ... დღეს ახალ მოგზაურობას ვიწყებთ


ძალიან მიყვარხარ ჩემო….ძვირფასო არსებავ


❓როგორ ფიქრობ, ცხოვრების ინსტრუქცია მოგეცა? ერკვევი?


ჩემი აზრით ინსტრუქციებით და ხელსაწყოებით სავსეა სამაყრო, ვგულისხმობ საუკუნეებით დაგროვილ ცოდნას, ჩვენს გარშემო გათვითცნობიერებულ ადამიანებთან კავშირს, საკუთარ თავზე მუშაობას...  შეიძლება ეს ყველაფერი იცოდე და ერკვეოდე, მაგრამ არ ან ვერ იყენებდე. მაქვს პერიოდები, როცა აქტიურად ვიწყებ გამოყენებას, მაგ დროს რწმენა არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი, და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე იწყებს მუშაობას ცხოვრებაში, როგორც გინდა. თუმცა, ზოჯერ იმდენად ვიკარგები მატერიალურ და გონების ქაოსში რომ ეს ყველა ინსტრუქცია არაფერს უდრის, იმიტომ რომ ისევ და ისევ, რწმენა დაიკარგა რაღაც მომენტში.


❓რა არის ის, რისი ათვისებაც აუცილებლად გჭირდება ცხოვრებაში?


შინაგან სიმშვიდესთან დაკავშირება.


❓სად არის ზღვარი?


სადაც შენი რწმენა მთავრდება.


❓ბედნიერი ხარ?


ახლა კი.


❓რისკენ ისწრაფვი ცხოვრებაში?


გარდა სულიერი განვითარებისა, მატერიალური კუთხით რამე კარგი და სახალისო, დაუვიწყარი მინდა შევქმნა.


❓შენს არსებობას რას უთმობ?


ძალიან დიდ დროს ვუთმობ ჩემს პროფესიას - ანიმაციებს. მაგის მიღმა, იოგას, ხანდახან მედიტაციებს, ძვირფას ადამიანებთან ერთად ყოფნას და ჩემს ფისოებს.


❓რა გაძლევს მოტივაციას და ენერგიას?


ძლიერი სურვილი, რომ ამის შექმნა მინდა. ჰმმ, როგორც ვხდები შემოქმედება.


❓გაქვს ნაპოვნი შენი თავი?


ბოლომდე არა.


❓სხვებს რას ურჩევდი ამ მიმართულებით?


თავის პოვნასთან დაკავშირებით? მმ.. სიჩუმეში დაჯდნენ და დაუგდონ ყური ყველაფერს, რაც მათში ხდება, თუნდაც  ფიქრების სახით ან სხეულის მოძრაობის სახით. მგონია

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავს აპატიო „შეცდომები“. ისე იზრუნო მასზე, როგორც ყველაზე საყვარელ ადამიანზე. ერთადერთი ადამიანი, ვინც შენთან სულ არის - ხარ შენ. 

❓დაკარგულობის შეგრძნება შენთვის რისი მანიშნებელია?

რომ დროა მოძრაობა დავიწყო, ძველი პატერნები აღარ მუშაობს და ძიება უნდა განვაგრძო. 


❓ქარი რას გეჩურჩულება?


ოთახში ვარ, არაა ქარი.


❓მითხარი შენი საყვარელი ფრაზა


🌞 The matter is that matter doesn't matters


❓მე რას მეტყოდი?


🌞 მოდუნდი და დატკბი ცხოვრებით.



Tam Zarkua - თამ ზარქუა


Comments


 

 

Copyright © 2019 Interview

- (2).png
bottom of page