top of page

Interview: Tamar Shengelia

✍️ ინტერვიუ / თამარ შენგელია


☀️ ყოველთვის, როცა პატარა თამარზე საუბრობენ, მდელოზე წამოგორებულს ვხედავ ჩემს თავს, ან ყირაზე გადასულს. სოფელში გავიზარდე, უზარმაზარ ეზოში, სადაც ბევრი ხე დგას და ალბათ ხე არ დამიტოვებია, სადაც პატარა სახლი არ ავიშენე ფოთლების სახურავით. გონებაში რაღაც ისტორიებს ვქმნიდი, მძაფრი სიუჟეტებით. ჩემს ყველა ფილმში ყოველთვის მხოლოდ ერთი მსახიობი თამაშობდა.


❓ ერთ მშვენიერ დღეს...


ადამიანები მიხვდებიან, რომ მიზეზები საკუთარ თავში ეძიონ.


❓ რა იმალება შენში?


არ ვიცი, ამდენი ხანი მეც ვერ გავიცანი საკუთარი თავი. ყოველ დღე რაღაც ახალს ვპოულობ და მგონია, რომ ვერასდროს ამოვწურავ.


❓ რისი გამოხატვა გსურს?


საკუთარი აზრის, რომელიც ჩემთვის ძალიან მიშვნელოვანია. ზოგადად ყველაფერს ძალიან გამოვხატავ.


❓ შენში რა გსურს?


მინდა, რომ ვაკონტროლო ჩემი ემოციები , რომლებიც გაურკვეველი მიმართულებით მიდიან და ვერასდროს ვეწევი.


❓ რა გიზიდავს ცხოვრებაში?


ყველა გზა მაინც თეატრამდე მიდის. ასე იყო ბავშვობიდან. ცეკვა, მუსიკა, მოძრაობა ეს სამი ერთმანეთის გარეშე რომ წარმოუგენელია, მე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე. რა ვიცი, ვცეკვავ მაშინაც, როცა მუსიკა არ ისმის.


❓ სტიქიებიდან რომელია შენს ბუნებასთან ახლოს?


მე მგონი ცეცხლი ყველაზე სწორი ნიშანია ჩემი თვისებებისთვის. არ ვიღლები, თუ მომწონს ის, რასაც ვაკეთებ.


❓ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც შენს ცხოვრებაში მიხვდი?


როცა გავიაზრე, რომ დამოუკიდებელი ვიყავი. ბავშვობაშიც ასე იყო. საკმაოდ ჯიუტი ვარ იმისთის, რომ სხვამ მიიღოს გადაწყვეტილება ჩემს მაგივრად.


❓ როდიდან ხდება ცხოვრება ყველაზე საინტერესო?


როცა ჯერ კიდევ ფიქრებში აკეთებ იმას, რაც მოგწონს და ერთხელაც პირველ ნაბიჯს გადადგამ და გააკეთებ.


❓ რას უმეორებ საკუთარ თავს ხშირად?


წყლის დალევა არ დაგავიწყდეს, მართლა, არ მიყვარს წყალი და ვიცი, რომ ძალიან მჭირდება.


❓ რა არის შენთვის ნამდვილი ბედნიერება?


გონებას რომ გავთიშავ, მუსიკას რომ ჩავრთავ და ვცეკვავ, სანამ არ დავიღლები. არ ვიცი, ხშირად ვარ ბედნიერი ბევრი მიზეზის გამო.


❓ რისი გწამს?


სამართლიანობის, სიკეთის, თანასწორობის.


❓ ვინ არის ადამიანისთვის საუკეთესო მეგობარი?


ჩემი აზრით ძალიან გულწრფელად მხოლოდ საკუთარ თავს შეგიძლია გაუზიარო ნებისმიერი ემოცია ისე, რომ ყალბი არ იყო.


❓ მარადიული ის არის მხოლოდ....


✨ რასაც გასცემ.



230 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page