Interview: Tsira Barbakadze


✍️ ინტერვიუ / ცირა ბარბაქაძე


❓ რა მოსდით ოცნებებს, რა უნდა მოვუხერხოთ?


აქ ძალიან უცნაური პასუხი უნდა გაგცეთ. მეც ხშრად ვესაუბრები ადამიანებს იმაზე, რომ უნდა აისრულონ სურვილები, ცნობიერება არ უნდა აქციონ აუსრულებელი სურვილების და ოცნებების სასაფლაოდ. მაგალითად, ეს ოცნება დაიბადა ამა და ამ წელს, ამ საათზე და მოკვდა 3 დღეში... ან 1 კვირაში... მერე დაასაფლავე, დაიტირე.... შემდეგ ახალი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით 3 სასარგებლო რჩევა მაქვს (რჩევები სტატიაში)


❓ რას ნიშნავს პირადი სივრცე, სად არის ზღვარი, როგორ უნდა დავიცვათ?


ერთადერთი, ვინც პირად სივრცეს არღვევს, არის თავად ადამიანი. ზღვარსაც თავად ვაწესებთ და თუ ის ირღვევა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: რატომ? ეს არის საკრალური და საიდუმლო ადგილი და არა საზოგადოებრივი თავშეყრის მოედანი.


❓ რა არის თქვნეთვის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი?


ეს არის ჩემთვის - საიდუმლო, მაგრამ ეს საიდუმლო არა ადამიანური გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომლის გამოთქმა სიტყვებით შეუძლებელია. მაგალითად, როცა მშვენიერ მუსიკას უსმენთ, შეგიძლიათ ზუსტი სიტყვებით აღწეროთ, სად მოგზაურობთ იმ დროს და რას განიცდით? ან როცა თოვს და ცას ავყურებ, თვალები და სახე რომ ფიფქებით მევსება, ვერასდროს ავსხნი, რას განვიცდი მაშინ... არის ცხოვრებისეული რაღაც მოვლენები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებას ფორმათა სამყაროდან „გაიტყუებს“ და

იქ, სადაც სიტყვები არ არის, არის საიდუმლო...

❓ რასთან ღირს ბრძოლა?


მე მგონია, რომ მთელი ცხოვრება ეს არის ბრძოლა და თავდაცვა. უბრალოდ, განსხვავებულ სტრატეგიებს მივმართავთ; ზოგჯერ იბრძვი იმით, რომ ჩუმდები... საბოლოოდ, ვისაც ყველაზე მეტად ვებრძვით, ვამარცხებთ ან ვიმარჯვებთ, ჩვენივე თავია. ან იქნებ მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებთ, როდესაც ბრძოლას ვწყვეტთ და ცხოვრებას ვიწყებთ...


❓ არის ამქვეყნად უსამართლობა?


ამქვეყნად მხოლოდ უსამართლობაა...


❓ ცხოვრების რა ეტაპზე მიხვდით მნიშვნელოვანს?


50 - ის მერე....


❓ რა სიტყვები ან ფრაზა იყო რამაც თქვენზე ძალიან იმოქმედა?


ცვლილებისთვის არსებობს მზაობა და შეიძლება ფრაზაც აიკვიატო... ფრაზა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ, არის პატრიკ ზიუსკინდის ესედან:


✨ „უნდა შეცვალო ცხოვრება შენი!“


<3 შეკითხვები რომლებითაც ქალბატონ ცირას ყველაზე ხშირად მიმართავენ, არის სიყვარულთან დაკავშირებული. მის პასუხებს სრულად, ამ და სხვა შეკითხვებზე, სტატიაში იხილავთ <3


#ინტერვიუ #ინტერარტ #interview #Interart #tsira #barbaqadze #ცირა #ბარბაქაძე

 

 

Copyright © 2019 Interview