✍️ ინტერვიუ / ვალერი ასათიანი
❓ რა ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი თურმე?
საკუთარი თავის შეცნობა...
❓ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?
ფრენაზე...კოსმოსზე.
❓ რას ნიშნავს მარტოობა?
მოძალებულ ფიქრებს....საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.
❓ რა არის ადამიანად ყოფნის სევდა?
ძვირფას ადამიანებთან განშორება.
❓ რა არის ტკივილის საფასური?
არაფერი.
❓ როგორ დავიჭირო დრო?
ბედნიერი წამების გახანგრძლივებით...
❓ რა იქნება შემდეგ?
არ ვიცი....ალბათ, უკუნეთი...
❓ როდის კვდება გული?
როცა სიცოცხლის უაზრობას იგრძნობს.
❓ რას უნდა მიხვდეს ადამიანი აუცილებლად?
რომ ყოველივე წარმავალია.
❓ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამყაროსთან?
მის წიაღში სიკეთის მუდმივი ძიებების.
❓ ხდება ოცნებები?
ზოგჯერ კი.
❓ რად ღირს ეს ცხოვრება?
ამაღლებულის განცდით.
❓ რა არის გადაულახავი?
სიბერე.
❓ რა არ სრულდება არასდროს?
აბსოლუტური სამართლიანობა
❓ რა რჩება ჩვენგან?
იშვიათად, სახელი.
❓ რა არის ყველაზე რთული?
უსამართლობასთან შეგუება.
❓ რა შეუძლია ადამიანს?
ძალიან ბევრი რამ...მაგალითად,სამყაროს გარდაქმნა და თავისი მიკროსამყაროს შექმნა...
❓ როგორ უნდა ვიცხოვრო? რა უნდა იყოს საზომი, ცენტრი?
ჰარმონია.
❓ რთულ პერიოდებში რა ქნას ადამიანმა?
საკუთარ თავში მიზეზების პოვნა...მათი დაძლევა და ახალი გზების ძიება...
❓ როდესაც ადამიანი ძალიან მომწყენილია, როგორ ამხნევებ ხოლმე?
სახალისო ამბებით....ყურადღების გადატანით ემოციურ სამყაროში
❓ რა არის ის რასაც ცხოვრებაში მიხვდი?
ცხოვრება სიკეთის გაცემით....შრომით...ძიებებით...
❓ რას უსურვებდი ყველა ადამიანს?
იმედიანად ცხოვრებას.
❓ რა არის ქალში მშვენიერი?
ის რაღაც, რაც მხოლოდ უნდა იგრძნო...
❓ არის ცხოვრება ლოგიკური? რა არის ეს ცხოვრება?
ხშირად არა. ცხოვრება არის ლოგიკურის,ალოგიკურის და,საბოლოოდ,უფლის ნების აღსრულება!
❓ ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა ხდებოდეს?
არა, რადგან ადამიანი მაინც სუბიექტურია...
❓ რა არის ჩვენზე დამოკიდებული?
ბევრი რამ. ღირსეულად, პრინციპებით ცხოვრება.
❓ დამელაპარაკე სიყვარულზე, რას მიხვდი, რა ყოფილა?
სიცოცხლის აზრი - ადამიანის მამოძრავებელი მშვენიერებაა...
❓ საყვარელი ფრაზა
✨ DUM SPIRO, SPERO - სანამ ვსუნთქავ, ვიმედოვნებ....
ვალერი ასათიანი / პროფესორი; ფილოსოფოსი; ყოფილი კულტურის მნისტრი
Comments