top of page

Interview: Megi Gogberashvili

✍️ ინტერვიუ / მეგი გოგბერაშვილი


❓ მომიყევი ისტორია, რომელსაც სათქმელი აქვს შენ შესახებ


როცა დავიჯერე ოცნებების ახდენა, ზუსტად მაშინ ამიხდა. ასე მოკლედ, და მარტივად.


❓ რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?


წერა და სიმღერა. წერის დროს, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კათარზისს განვიცდი, ხოლო როცა ვმღერი, მგონია, ამ დროს ყველაზე ნამდვილი ვარ. შესაბამისად ეს ის ორი უმთავრესი რამ არის, რასაც შეუძლია გადამარჩინოს, ოღონდ პირდაპირი გაგებით.


❓ ბედნიერი ადამიანი ხარ?


ბედნიერება ზედმეტად ფართო გაგებისაა, თუმცა, პირადად ჩემთვის მისი ერთ-ერთი, და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სულიერი სიმშვიდე და ჰარმონიაა. ამიტომ, როცა საბოლოოდ ვპოვებ საკუთარ თავთან ჰარმონიასა და უშფოთველობას, მაშინ ბოლომდე ბედნიერი ვიქნები.


❓ რა გაყალიბებდა დროთა განმავლობაში?


სამყაროსა და მისი არსის შეცნობის დაუშრეტელი სურვილი.


❓ რისთვის ცხოვრობ?


სიყვარულისთვის. მარადიულად რომ ვახსოვდე ვინმეს...


❓ რა გთრგუნავს ხოლმე?


ყველაზე მეტად მთრგუნავს ტრაგედიის შემდეგ ლამაზი, მზიანი დილა და ჩიტების ჭიკჭიკი. ეს ყველაზე დიდი დაცინვაა ზემოდან.


❓ რა პრინციპები გაქვს საკუთარ თავთან?


შევქმნა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და მუდმივად ვისწრაფვოდე განვითარებისა და პროგრესის დაუოკებელი მოთხოვნილებისაკენ.


❓ რა აზრი აქვს შენთვის სიცოცხლეს?


ლეონარდო და ვინჩი ამბობდა: „როგორც კარგად გატარებულ დღეს მოაქვს მშვიდი ძილი, ასევე კარგად გატარებული ცხოვრებაა მშვიდი სიკვდილის ტოლფასი...“ ცხადია, სიცოცხლე ყველაზე აზრიანი და საინტერესო მოგზაურობაა. ამ სამყაროში რახან გავჩნდით, ეს უკვე მიზეზი და აზრია.


❓ სიმღერას?


პირადად ჩემთვის ყველაზე დიდი აზრი აქვს. ხშირად სიტყვებით ვერა, მაგრამ სიმღერით აუცილებლად ვამბობ სათქმელს.


❓ რა გგონია ყველაზე გამამხნევებელი სიტყვები ან საქციელი?


შენი ფიქრები ყველაფერია. იფიქრე მხოლოდ კარგი.


❓ ერთ მშვენიერ დღეს...


პატარა პრინცი დაბრუნდება.


❓ მივხვდი რომ....


არაფერი, საერთოდ არაფერი არ ხდება ტყუილად. თუ ასე მოხდა, ესე იგი, ასე იყო საჭირო. რაღაცა რაღაცისთვის ხდება. სწორედ ამითაა სამყარო საინტერესო და იდუმალი.


❓ იყო და არა იყო რა....


იყო ერთი ვარსკვლავი, ეს ვარსკვლავი შუაღამით ცას მოსწყდა და ახლა მე და შენ გვეძებს... დავემალოთ შორს...


❓ რას უსურვებ ხოლმე საკუთარ თავს?


დავრჩე ადამიანად.


❓ შენი საყვარელი ფრაზა...


„იფიქრე ნაკლები, იგრძენი მეტი. მხოლოდ გულიდან შეგიძლია მისწვდე ზეცას.“


❓ და ბოლოს...


🍂 სულ იბრძოლეთ, თქვენი ოცნებებისთვის! იმოქმედეთ აქ და ახლავე!


-------------------------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი




1,447 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page