e (1).png

ყველა ადამიანშია მზე, აცადე, ანათოს

მე ვხედავ მზეს

  • ჰეი

  • ინტერვიუ

  • ინტერარტი

  • ინტერაქტი

  • ინტერესსე

  • InterYou

  • შესახებ

  • More

    Use tab to navigate through the menu items.
    • Facebook
    • Instagram
    • პოსტები
    • ინტერესე
    • ინტერვიუ
    • ინტერაქტ
    • ინტერარტ
    • ინტერიუ
    Search
    Interview: Elina Valaite
    • 1 min

    Interview: Elina Valaite

    ✍️ ინტერვიუ: ელინა ვალაიტე ❓ რისი თქმა გინდება ხოლმე? მზის ჩასვლას ვუყუროთ... ❓ ისტორია ბავშვობიდან რომელიც არასდროს გავიწყდება... ზაფხულის არდადეგები ციხისძირში და 300-მდე კიბის ჩავლა მანდარინების ხეების ბაღებში, სულ მახსოვს ეს მომენტი და ყოველ ჯერზე მეღიმება და იმ ზღაპარში მაბრუნებს. ყოველთვის მახსენდება, როგორც წიგნში წაკითხული მოთხრობა ან ნანახი ფილმი ულამაზეს ადგილზე. ❓ რა გინდა რომ შენი არსბეობით თქვა? აქ მახსენდება პოლ გოგენის ტილო - „საიდან მოვდივართ? რანი ვართ? საით
    60 views0 comments
    Lucrochet ლაქროშე - ნაქსოვი სამოსელი︱ნინო ჭკადუა
    • 2 min

    Lucrochet ლაქროშე - ნაქსოვი სამოსელი︱ნინო ჭკადუა

    ინტერვიუ ნინო ჭკადუასთან, "Lucrochet ლაქროშე"-ს შესახებ. ლაქროშე არის ახალი ბრენდი. მომხმარებელს სთავაზობს ხელით ნაქსოვ სამოსს. ნაქსოვი - ყველასთვის ასოცირდება ძალიან თბილთან და სქელთან, ნინომ და მისმა ბრენდმა შემოგვთავაზა სხვა ხედვა, ეს დიდი სიახლე გულისხმობს საოცრად თხელ, ჰაეროვან და ფაფუკ ნაქსოვს. ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ >>> Lucrochet ლაქროშე ვინ ხარ შენ, გამეცანი.. ვინ უფრო გაინტერესებს - სოციალური, კომუნიკაციური, რეფლექსური თუ ფიზიკური მე? ლაკონურად რომ ვთქვა - რთუ
    59 views0 comments
    ჩრდილითაც ვერ გადავიკვეთეთ - ნიკა ლაშხია
    • 2 min

    ჩრდილითაც ვერ გადავიკვეთეთ - ნიკა ლაშხია

    *** ამაღამ ყველა თავის სიზმარში წავა. ყველა თავის ტვირთს აწევს. ზოგი კოშმარი გამოდგება, ზოგი კი, ცხადივით მართალი. ზოგიც, სიზმარში დაბრუნებას ისურვებს. მე კი დავდგები იქ, სადაც ბავშვები იბადებიან, იქ სადაც ხარობენ სიცოცხლეს. ხან მარცხნივ გავიხედავ, ხან მარჯვნივ. იქნებ გამოიარო, სიზმარში მაინც გამოიარო და მადლობა გითხარა ყველაფრისთვის. *** ვაი მათ, ვისი პასუხიც უარყოფითია. *** მე ხაზი გავუსვი, მან ხაზი გადამისვა. ოდესმე ჩვენ, როცა სიტყვები მოგვძებნიან, როცა სახელებს დაგვირიგებ
    71 views0 comments
    Interview: Tevdore Gogoladze
    • 2 min

    Interview: Tevdore Gogoladze

    როგორ გრძნობ მარტოობას? რა არის ამაში ლამაზი ან მტკივნეული? მარტობა ყველაზე ნაცნობი მდგომარეობაა ადამიანის, უბრალოდ ამ დროს მომდგარ შიშს არ უნდა გაექცე და უნდა ესაუბრო, რადგან ადამიანს მარტოობის დროს შეუძლია საკუთარი თავის გაცნობა, ახლის აღმოჩენა და შემდეგ სამყაროსთვის განაწილება, თავისი ნაწილის, ღმერთიც ხომ მარტო იყო, მოიწყინა და ადამიანი შექმნა. მარტოობა რაღაცის შექმნის ყველაზე კარგი შანსია. რა არის ის რაც იწყება და არ სრულდება? ეს მოძრაობაა, რომელიც კვალს აუცილებლად ტოვებს
    114 views0 comments
    Interview: Beqa Berulava
    • 1 min

    Interview: Beqa Berulava

    ✍️ ინტერვიუ / ბექა ბერულავა ❓ რას ფიქრობ ხდება ოცნებები? ან რაში სჭირდება ადამიანს ოცნება? ოცნების დროს მიზნები იკვეთება. რაც უფრო გამოკვეთილია მიზანი შენს გონებაში, მით უფრო მეტი შანსი აქვს რეალობად იქცეს. ოცნება ალბათ იმისთვის გვჭირდება, რომ პესიმიზმის ჭაობმა ბოლომდე არ ჩაგვითრიოს. თუმცა მეორე უკიდურესობაცაა - ოპტიმიზმის ჭაობი, ოცნებადამოკიდებულობის შედეგი. ❓ რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო? ნოეს კიდობანში კოღოებს არ შევაყვანინებდი. ❓ რაზე გწყდება ხოლმე გული? იმ კონტრ-არგუმე
    78 views0 comments
    Interview: Valeri Asatiani
    • 1 min

    Interview: Valeri Asatiani

    ✍️ ინტერვიუ / ვალერი ასათიანი ❓ რა ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი თურმე? საკუთარი თავის შეცნობა... ❓ რაზე ოცნებობდი ბავშვობაში? ფრენაზე...კოსმოსზე. ❓ რას ნიშნავს მარტოობა? მოძალებულ ფიქრებს....საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ❓ რა არის ადამიანად ყოფნის სევდა? ძვირფას ადამიანებთან განშორება. ❓ რა არის ტკივილის საფასური? არაფერი. ❓ როგორ დავიჭირო დრო? ბედნიერი წამების გახანგრძლივებით... ❓ რა იქნება შემდეგ? არ ვიცი....ალბათ, უკუნეთი... ❓ როდის კვდება გული? როცა სიცოცხლის უაზრობას იგრ
    54 views0 comments
    Interview: Keti Tateshvili
    • 1 min

    Interview: Keti Tateshvili

    "უნდა „მოისევდიანო“ და მალევე გამხიარულდე" ✍️ ინტერვიუ / Keti Tateshvili ❓ გჯერა ბედისწერის? ბედისწერის ნაკლებად მჯერა, თუმცა საბოლოოდ რომ დავფიქრდები ხოლმე ყველაფერი ისე ხდება, როგორც უმჯობესი იყო. არ ვიცი ეს ბედისწერაა თუ არა ❓ მითხარი რამე "პასუხი" რაც გასწავლა ცხოვრებამ ერთი ფილმია (About Time) რომელშიც ერთ ჩვეულებრივ ინგლისურ ოჯახზეა მოთხრობილი. მთლიან ფილმს ვერ მოვყვები, უნდა ნახოთ. ვისწავლე რომ ადამიანებმა უნდა დავაფასოთ ცხოვრების თითოეული ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი
    27 views0 comments
    Interview: Kakhi Lobhzanidze
    • 1 min

    Interview: Kakhi Lobhzanidze

    ✍️ ინტერვიუ / კახი ლობჟანიძე ✨ არაფერი მოხდება სანამ თავად არ გადაწყვეტ. ❓ რომ არა ოცნება... მაშინ რა გაფანტავდა ძილის წინ ფიქრებს. ❓რა გიყვარს? შთაგონების პროცესი. ❓ რაზე გწყდება გული? დრო რომ სწრაფად გადის. მაგრამ გვაქვს იმის დრო, რომ რაც ნამდვილად გვსურს მოვასწროთ. ❓ რა აზრი აქვს სიცოცხლეს? ყველა აზრი, რაც მოდის ჩვენს გონებაში, შევძლოთ შევარჩიოთ ყველაზე სასურველი და განვახორციელოთ. ❓ რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი? იპოვო - აწმყოში ყველაზე მნიშვნელოვანი; ეძებო - უ
    57 views0 comments
    Interview: Khatia Kandiashvili
    • 1 min

    Interview: Khatia Kandiashvili

    ✍️ ინტერვიუ / Khatia Kandiashvili ✨ ყველას შეუძლია თავისი ისტორიის შეცვლა. ❓ დაიბადე იმისთვის რომ.. სამყარომ არსებობა განაგრძოს. ❓ საჭიროა რწმენა და მოთმინება. ❓ როგორც არ უნდა ვიცხოვროთ... რაღაცაზე მაინც დაგვწყდება გული. ❓ მნიშვნელოვანია... ირწმუნო, რომ ცხოვრება ბევრად მარტივი გახდეს. ❓ ღმერთი რომ იყო... ადამიანებს სითბოს გამოხატვას ვასწავლიდი. ❓ სად ვუშვებთ შეცდომას? როდესაც ვერ ვაფასებთ იმას, რაც ცხოვრებამ მოგვცა. ❓ რა შეგვიძლია? ყველას შეუძლია თავისი ისტორიის შეცვლა. ❓ ად
    50 views0 comments
    Interview: Giorgi Lobjanidze
    • 1 min

    Interview: Giorgi Lobjanidze

    ✍️ ინტერვიუ / გიორგი ლობჯანიძე ❓ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ყველაფერი დროებით ეძლევა და იცოდეს რისთვისაა მოვლენილი. ❓ ნამდვილი სიყვარული... სამი ნაწილისგან შედგება: 1. ფიზიკური ლტოლვა; 2. მენტალური ლტოლვა; 3. ღვთაებრივი, ზეციური ლტოლვა. ადამიანი, როცა შეხებამდე იგრძნობს პარტნიორს, მაშინ იქნება ის მისი რჩეული. ❓ როდესაც რამე არ გამოდის... დასვით კითხვა: იყო საჭირო რომ გამოსულიყო? ან ვიყავი კი ამის ღირსი? ადამიანს, რომელსაც ტაქტიკა არ აქვს შემუშავებული - ყოველთვის განწირულია ბ
    35 views0 comments
    უ სიყვარულობა, როგორც ძვირფასი მონაპოვარი )
    • 1 min

    უ სიყვარულობა, როგორც ძვირფასი მონაპოვარი )

    უ სიყვარულობა, როგორც ძვირფასი მონაპოვარი ) ერთხელ, ლევან ბერძენიშვილმა გვითხრა ლექციაზე, ოშოს(თუ სწორად მახსოვს) უწერია, როგორ შეიძლება სიყვარულისგან გათავისუფლებაო. დამამახსოვრდა. ამეკვიატა. რა დასამახსოვრებელი ეგ იყო, მაგრამ მჭირდებოდა იმ ადამიანების სიყვარულიგან გათავისუფლება, რომლებსაც ჩემი მეგობრები ერქვათ და ტკივილის მეტი არაფერი მოჰქონდა მათთან ურთიერთობას. ჰოდა, მე, რომელიც ვგრძნობდი და ვცხოვრობდი ასე : ,,შენ მითხარი, რომ შეიძლება დაიძინო, გაიღვიძო და ადამიანი აღა
    83 views0 comments
    Interview: Jaba Kruashvili
    • 1 min

    Interview: Jaba Kruashvili

    ✍️ ინტერვიუ / ჯაბა ყრუაშვილი ✨ "ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას" ❓ ხდება ოცნებები? ასახდენად ოცნება ცოდვაა.. ❓ ადამიანს უნდა ახსოვდეს... რომ ის განსხვავებულია. ❓ ვიბადებით რომ... ვიპოვოთ საკუთარი ინდივიდუალობა და ვაჩუქოთ სამყაროს. ❓ ვისაც სტიმული არ აქვს? მიენდოს სიამოვნებას, იპოვოს და მიენდოს სიამოვნებას, ეს აიძულებს გადმოვიდეს აწმყოში და განთავისუფლდეს წარსულისგან. თავიდან დაინახავს სამყაროს და გაუჩნდება ახალი ინტერესები. ❓ რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო? ალბ
    73 views0 comments
    Interview: Sophi Kortiashvili
    • 1 min

    Interview: Sophi Kortiashvili

    ✍️ ინტერვიუ / სოფი ქორტიაშვილი ✨ "წარმატება მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი.“ ❓ რა კითხვაა რაც არ გასვენებს არასდროს? რატომ ვკარგავთ ძვირფას ადამიანებს ? ❓ საკუთარი თავის პოვნა ხდება... საკუთარი თავის გაცნობით ❓ გული რომ არ დაგვწყდეს... უნდა ვიყოთ მართლები საკუთარ თავთან. ❓ რას გააკეთებდი ღმერთი რომ იყო? ყველა პიროვნებაში გადავიტანდი ჩემს ძალებს. ❓ შენი სიცოცხლის მანძილზე რას მიხვდი? ბედს არ უნდა შეეგუო, რადგან შეცვლა შეგიძლია. ❓ ამბობენ ცხოვრება წამიაო, შენ რას შეადარ
    48 views0 comments
    Interview: Shotiko Kokauri
    • 1 min

    Interview: Shotiko Kokauri

    ✍️ ინტერვიუ Shotiko Kokauri მორჩეს ეს ყველაფერი, მენატრება რუტინული ხალხმრავლობა, თურმე ამდენად საჭირო და ფერადი ყოფილა, დაბრუნდეს. ❓ რას მიხვდი ადამიანების შესახებ? ყველა თავის თავს დასტირის ღამღამობით... ❓ რა აკლიათ მათ? საკუთარი სილამაზის აღქმა. ❓ ვისაც ცხოვრების სტიმული არ აქვს, რას ურჩევდი? პორველ რიგში, გამოიტირონ თავისი ტკივილები, ბოლომდე გამოიტირონ, და არ დაკარგონ იმედი, არ დაავიწყდეთ მარტივი ჭეშმარიტება და ბუნების კანონი, რომ ღამეს ყოველთვის დღე ანაცვლებს. ❓ როგორი ც
    46 views0 comments
    საერთო საწუხარი გვაქვს, არ გავხდეთ იმედების მსხვრევის მიზეზნი
    • 2 min

    საერთო საწუხარი გვაქვს, არ გავხდეთ იმედების მსხვრევის მიზეზნი

    რა კარგი ხარ, რა კარგი ლექციაზე აღმოვაჩინეთ ერთმანეთი. ის ლექტორის ამპლუაში, მე_სტუდენტის. მიმოწერა გვქონდა. და ერთ-ერთი წერილი სრულდებოდა ასე: წინასწარ ბოდიშს გიხდით იმ იმედგაცრუებისთვის, რომლის მიზეზიც შეიძლება ვიყო. წერტილი. ჰოდა, მაშინ მივხვდი რომ აღმოჩენასთან ერთად, ეს ადამიანი ჩემიანიც იყო. იქნებ, ყველაფერი რაც აღმოჩენის სექციაში ხვდება, მანამდე ჩემიანის გამოცდას გადის, არ ვიცი, როგორც არის.. მანამდეც ბევრი მიფიქრია იმაზე, როგორ არ მინდა, ადამიანები ისეთს მხედავდნენ, რ
    134 views0 comments
    Interview: Tsvata Berdzenishvili
    • 2 min

    Interview: Tsvata Berdzenishvili

    „if you can’t measure it, it doesn’t exist" რისთვის ვიბადებით როგორ ფიქრობ, რა როლი აქვს თითოეულ ადამიანს? არ არსებობს ადამიანის გაჩენის წინასწარგანზრახული მიზანი. არავის არანაირი როლი არ აქვს წინასწარ მინიჭებული. შემდგომ, ცხოვრების განმავლობაში ყველა ვირჩევთ ჩვენს როლებს, ან გარემო გვირჩევს. რა მომენტში ხარ ხოლმე ყველაზე ბედნიერი? თუ ძალიან დაღლილი ვარ - დასვენების დროს, თუ ძალიან მშია - ჭამის დროს, თუ ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიან(ებ)ი დიდი ხანია არ მინახავს - შეიძლება მ
    78 views0 comments
    "ქმარი, ოჯახი, ბავშვები, წიგნი... ჩემი მდგომარეობა შენს მარტოობას რომ სჯობს, ვერ ხედავ?"
    • 2 min

    "ქმარი, ოჯახი, ბავშვები, წიგნი... ჩემი მდგომარეობა შენს მარტოობას რომ სჯობს, ვერ ხედავ?"

    ამონარიდები წიგნიდან - "მე წითელი მქვია" - ორჰან ფამუქი " - რას ნიშნავს წითელი? რაშია მისი აზრი? იკითხა იმ უსინათლო მხატვარმა, ცხენს ზეპირად რომ ხატავდა. - ყველა ფერის აზრი ისაა, რომ იგი ჩვენ წინაშეა, ჩვენ კი ვერ ვხედავთ, თქვა მეორემ, - ვისაც არ უნახავს, როგორ უნდა გააგებინო, როგორია წითელი? მაგის მოყოლა არ იქნება - ღვთის მგმობნი, ურწმუნონიც ეგრე ამბობენ, ალაჰის არსებობა რომ ვირწმუნოთ, იგი ჯერ უნდა დავინახოთო. - ვისაც დანახვა შეუძლია, ის ხედავს, - შეეკამათა მეორე. წმინდა ყურა
    63 views0 comments
    წაქცეული კაცი ანუ არმოჭვრიტინე ღმერთი
    • 2 min

    წაქცეული კაცი ანუ არმოჭვრიტინე ღმერთი

    წაქცეული კაცი ანუ არმოჭვრიტინე ღმერთი იცი რა, ერთხელაც ავდგები და მოგიყვები, რომ ადამიანი ჩემ თვალწინ მოკვდა, და როცა მოკვდა, ადამიანი აღარ იყო. მოგიყვები, როგორ ვიმგზავრეთ ერთად დილის ათსაათიანი ყვითელი ავტობუსით მე და მან, თავისი ცოლითა და 2 წლის შვილიშვილით, რომელიც პროფილაქტიკისთვის მიჰყავდათ იმავე კლინიკაში, სადაც მე მივდიოდი საკუთარი თავის პროფილაქტიკისთვის. რომ ნაბიჯებით ავცდით ერთმანეთს და მეორე სართულზე ლიფტიდან გამოსულს წაქცეული კაცი დამხვდა, რომელმაც ორი წლის ბავშვ
    31 views0 comments
    ბრინჯის სტადია - 5 რჩევა როგორ დავაღწიოთ თავი დაბნეულობას
    • 2 min

    ბრინჯის სტადია - 5 რჩევა როგორ დავაღწიოთ თავი დაბნეულობას

    როგორ უნდა მოვიქცეთ როცა დაბნეულები ვართ და როგორც ანუკი შუბითიძე იტყოდა "ბრინჯის სტადიაში" ვართ? ესაა მდგომარეობა, რომელიც გვაჩერებს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის. დაბნეულობა - სიმპტომია, რომელსაც ახასიათებს აზროვნების შენელება, დეზორიენტაცია, კონცენტრაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება. გავლენას ახდენს განსჯაზე, მეხსიერებაზე და ქცევაზე. ახასიათებს არათანმიმდევრული მეტყველება, დროის შეგრძნების დაკარგვა, ემოციის უეცარი ცვლილებები, აგრესიულობაც კი, და არაპროგ
    151 views0 comments
    უბრალოდ, მინდოდა მეთქვა...
    • 2 min

    უბრალოდ, მინდოდა მეთქვა...

    უბრალოდ, მინდოდა მეთქვა... ბედნიერი შეიძლება იყო სხვისი ბედნიერებით, ვიღაცის არსებობით, იმით, რაც აღარაა, მაგრამ იყო... აი, ახლა, ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს ლექტორი, რომლის ლექციაზეც ყოველთვის მიმეჩქარება არა იმიტომ, რომ სიას ამოიკითხავს (არასდროს კითხულობს), არამედ იმიტომ რომ გვასწავლის, როგორ უნდა ვიკაიფოთ ცოდნით, იმიტომ რომ ადამიანია, პიროვნებაა და ერთი ყალბი ნაკვთი არ აქვს, იმიტომ რომ იმდენად საინტერესოდ საუბრობს, დროის  არსებობა ნერვებს მიშლის, იმიტომ რომ ,,გაიძულებს“
    77 views0 comments
    1
    2
    345

    ​

     

     

    Copyright © 2019 Interview

    ​

    - (2).png